“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, რომელიც კლუბის სათავეში 2003-2010 წლებშიც იდგა, კიდევ ერთხელ ისაუბრა ლიონელ მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე.
“კლუბში არსებული სიტუაციის შეცვლა შესაძლებელია, ვფიქრობ მესის ირგვლივ არსებული სიტუაციისაც. ის სეზონის დასრულებას დაელოდება. მინდა პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო, ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ნიშანიცაა.
რას შევთავაზებ მესის? სანამ პრეზიდენტი ვერ გავხდები ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. კლუბის შესაძლებლობები უნდა შევაფასოთ, რათა გავიგოთ შეგვიძლია თუ არა კარგი ფინანსური წინადადების გაკეთება.
მესის ფული არ სჭირდება, ლეოს “ბარსა” სჭირდება. მას ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, ეს კი პრობლემის გადაჭრის გასაღებია. საჭიროა კონკურენტუნარიანი წინადადება გაკეთდეს.”,
– ლაპორტას სიტყვებს AS ციტირებს.




ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ამ სეზონში? ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
ლაპორტამ უკეთ იცის ლეოსთან სასაუბრო ენა
ხოდა მოიგებს კიდეც წელს კუმან მიდი შენ იყო ზურა ჯაფარიძე წელს თუ ლიგა არ დადო :დ
მესის ფული არ სჭირდება
აქ ხდება პაროლის შეცვლა ?