არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჩავიერ მაშერანომ განაცხადა, რომ სერხიო ბატისტას გაწვრთნილი გუნდი თამაშის სტილით არ ბაძავს კატალონიის “ბარსელონას”, იტყობინება AS. მაშერანოს სჯერა, რომ არგენტინის ნაკრებს ექნება თავისი თამაშის სტილი:
“ შეცდომა იქნება თუ შევეცდებით “ბარსელონას” სტილით თამაშს. მათ ეს სათამაშო ფილოსოფია 20 წლის განმავლობაში გამოიმუშავეს, გვარდიოლამ კი ბოლო 3 წლის განმავლობაში უბრალოდ გააუმჯობესა იგი. არგენტინის ნაკრები იპოვის თავის სათამაშო სტილს,” დაასრულა მაშერანომ.
ცნობისთვის სულ მალე 1 ივლისს ამერიკის თასის გათამაშება დაიწყება. სერხიო ბატისტას გუნდში 3 “ბარსელონელია”: ლეო მესი, ჩავიერ მაშერანო და გაბრიელ მილიტო.