ხუან კარლოს უნსუე: ნეიმარმა იცოდა, რომ მესის გვერდით საუკეთესო ვერ გახდებოდა

ხუან კარლოს უნსუე: ნეიმარმა იცოდა, რომ მესის გვერდით საუკეთესო ვერ გახდებოდა

ხუან კარლოს უნსუე, რომელიც 2014-17 წლებში “ბარსელონაში” ლუის ენრიკეს ასისტენტი გახლდათ, Marca-სთან ინტერვიუში ნეიმარისა და მისი “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

ნეიმარის დაბრუნება რთული წარმოსადგენია, გამომდინარე იქიდან თუ როგორ დატოვა კლუბი და რა მოხდა მას შემდეგ. მან ძალიან ამბიციური გადაწყვეტილება მიიღო, “ბარსელონადან” წავიდა, რათა მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობას შეცილებოდა.

ნეიმარი მიხვდა, რომ “ბარსაში” ამ მიზანს ვერ მიაღწევდა. ლეო თითოეულ ვარჯიშსა და მატჩში ამტკიცებდა, რომ საუკეთესო იყო.

უნსუე “ბარსელონას” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს, აფასებს.

კუმანს თავისი იდეოლოგია, თითქმის, არ შეუცვლია. მას ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა სათამაშო სისტემის ერთგულად რჩება. მნიშვნელოვანია ის, რომ მისი წარმოდგენა ფეხბურთზე, იოჰან კრუიფის იდეებთან ახლოს დგას.

შეგახსენებთ, რომ, რამდენიმე თვის წინ, 53 წლის უნსუეს განუკურნებელი დაავადება, ამიოტროფული გვერდითი (ლატერალური) სკლეროზი, დაუდგინდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • xavi1899
    28 დეკ 2020, 21:01

    იქ სადაც არის ხო რას ამბობ ციდან ვარსკვლავებს წყვეტს რა.

  • Lasha71
    28 დეკ 2020, 20:35

    ახლა გახდა? მესის გვერდზე უკეთესიიყო!

  • BARCELONA FOREVER
    28 დეკ 2020, 19:53

    რო გადავიდა ხო რას ამბობ დაანგრია მთელი საფეხბურთო სამყარო :დ

  • Albicelecte
    28 დეკ 2020, 13:46

    მესის რომ გაექცევი და იქ მბაპეს რომ მოგიყვავენ, მერე რომ გეტყვიან, ამას უნდა შეუწყო ხელი, შენი პრინცია და ტახტზე ასასვლელად უნდა მოამზადოო smiley

  • BarcaFan❤💙
    28 დეკ 2020, 13:42

    ენრიკეს წასვლის შემდეგ ეს უნდა დაენიშნათ 😔❤

  • მიქატაძე ვაკო
    28 დეკ 2020, 13:30

    რონალდო 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი?! სრული მარაზმი :)) <3

  • M10 S9 D11
    28 დეკ 2020, 13:06

    უუჰ იქ სადაცაა ეხლა ხო რას ამბონ ნომერ პირველია მბაპეს ჩმორობას მესის გვეედით თამაშიბარ ჯობდა?

  • Clever liar
    28 დეკ 2020, 12:04

    არადა ბოლო ფორმაციის ბარსელონაში, ნეიმარი იყო ერთადერთი ადამიანი სუარესთან ერათად, ვისაც მესის გვერდით საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლინება შეეძლო და ეს უნდა აეხსნა ბორდს მისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის მესისა და ორივე ერთად კლუბის სამომავლო წარმატებისთვის, მარა სადაც ჩმორტურით შეცვალეს ინისეტა, ხოლო გვამკიტიჩით ჩავი და ამას სანამ გუნდი სახეზე არ ჩამოემხოთ, იქამდე უტეხსიამაყით აცხადებდნენ, ვინ იყო იქ რაიმეს ამხსნელი :))
    ისე აკადემკოსებმა აქ მაინც მიაქციეთ ყუარდღება თვითონ მესის ნათქვამს, ჩემსას ხომ არ ვიძახი, თუ როგორი რთული ყოფილა ახალ ფეხბურთელებთან ადაპტირება და მათი გაგება მოედანზეო და მერე დამიციტირეთ "ნწნწ და უყურე შენ, რა ბუა ყოფილა მესიო" თუ მაინც გაგიჩნდეთ სურვილი :)))

  • Memphis Depay
    28 დეკ 2020, 11:50

    ციტატა: AGU3RO
    უნსუე მაგრად მევასებოდა, დავაბრუნოთ :დდ


    გაიგე ძმაო თურმე მარადონასთან ახლოსაც არ დგას მესი 😂 რონალდო კიდე ყველას ჯობია ერთად აღებულს. მერე დგენან და სხვას დასცინიან 😂

  • AGU3RO
    28 დეკ 2020, 11:47

    უნსუე მაგრად მევასებოდა, დავაბრუნოთ :დდ

  • Memphis Depay
    28 დეკ 2020, 11:35

    იმ ფეხბურთის დედას ვტენე სადაც რონალდო საუკეთესო იქნება.

  • me da barca
    28 დეკ 2020, 11:31

    მეცოდება ეს კაცი.
    ნეიმ კი პსჟ-ში ხომ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა, ოქროს ბურთები მოფხიკა.

  • Memphis Depay
    28 დეკ 2020, 11:31

    რონალდოს აყენებენ პელეს და მარადონაზე წინ 😂 ეს რა საფეხბურთო უცოდინრები არიან. რედონდოს გარდა კაციშვილმა არ იცის ფეხბურთი.