საფეხბურთო სეზონი დასრულდა და ახლა დასვენების დროა. არც ”ბარსელონას” ცენტრალური მცველი ღალატობს ამ სიტყვებს. ავსტრიის, გერმანიის და საფრანგეთის მონახულების შემდეგ ჯერი ისრაელის დედაქალაქ – იერუსალიმზე მიდგა. მართალია, შაკირა ამ ქვეყნებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, თუმცა ეს ყველაფერი ხელს არ უშლიდა თან წაეყვანა ჟერარ პიკე. იერუსალიმში ტარდება კონფერენცია, რომელიც ბავშვების განათლების პრობლემას ეხება. კოლუმბიელი მომღერალი, ლეო მესის მსგავსად, გაეროს კეთილი ნების ელჩია, ამიტომ მის კომპეტენციაში შედიოდა ამ შეხვედრაზე დასწრება. დატვირთული დღის განრიგის მიუხედავად, მათ მაინც გამონახეს დრო იერუსალიმის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
ps: მეეჭვება, შაკირასთან ერთად პიკემ დასვენება შეძლოს. 😀


