“ბარსელონას” ესპანელი ფეხბურთელი, ჟუნიორ ფირპო, ორი ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა, იტყობინება Sport.
კატალონიური გამოცემა წერს, რომ “ვულვერჰემპტონი” და “ვესტ ჰემი” ფეხბურთელის შეძენას განიხილავენ და პირველი კონტაქტიც უკვე შედგა.
“ბარსელონა” მზადაა, ფირპოს 22 მილიონ ევროდ შეელიოს. აქამდე, ცნობილი იყო “ინტერის” ინტერესის შესახებ, თუმცა მილანელების შემთხვევაში საუბარი იჯარაზეა. პრემიერ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს უფრო ფართო ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც, “ბარსასთვის”, რა თქმა უნდა, ტრანსფერის უფრო მიმზიდველი ვარიანტია.
შეგახსენებთ, რომ, რამდენიმე თვის წინ, “ვულვზმა” ნელსონ სემედუ 30 მილიონ ევროდ (+10 მილიონი ევრო ბოსუნების სახით) შეიძინა.
წავიდეს არ გამოადგა ბარსას ააშკარად
ვულვზი ბარსას სექენდ-ჰენდებისგან აკეთებს გუნდს
ბერნატს მოიყვანენ ალბათ უფასოდ
😂😂😂👌👍😀😀😀
იმ ფეხბურთის დედაც სადაც ფირპო 22 ღირს და დეპაი 5 :დ
ალაბა მოვიდეს და ეს ვისაც უნდა იმის იყოს
წაიყვანეთ წაიყვანეთ ვისაც გინდათ. არაფერში ვარგა.
ალაბაა მოსაყვანიიიიიი!!!