ერიკ გარსიას შეძენა “ბარსელონას” უკვე დიდი ხანია, სურს, ცენტრალურ დაცვაში გაჩენილი საკადრო პრობლემების ფონზე კი მისი დამატება კატალონიური კლუბის პრიორიტეტი გახდა.
დროებითი მართვის კომისიას ტრანსფერებზე მუშაობა დამოუკიდებლად არ შეუძლია, ასე რომ, მოვლენების განვითარება მთლიანად ახალ ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც “ბარსას” სათავეში იანვარში მოვა.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტების ცნობით, გარსიას ტრანსფერთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია არაერთგვაროვანია.
ვიქტორ ფონტს მიაჩნია, რომ ესპანელი მცველის ყიდვა ძალიან საჩქაროა და პოსტზე არჩევის შემთხვევაში ამას იანვარშივე გააკეთებს.
ტონი ფრეიშას, ემილი რუსოს, ჟორდი ფარეს, ვილაჟოანასა და ფერნანდეს ალას ფეხბურთელი მოსწონთ, თუმცა სიჩქარის საფუძველს ვერ ხედავენ და აპირებენ, გარსია ზაფხულში, როცა ის “მანჩესტერ სიტის” დატოვებს, უფასოდ დაიმატონ.
აგუსტი ბენედიტოს ამ საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებია, ყველაზე პოპულარული კანდიდატი, ჟოან ლაპორტა კი თვლის, რომ სატრანსფერო სამიზნეებზე წინასწარ ღიად საუბარი მიზანშეწონილი არ არის.




ბიჭო ამის მეტი დავიჯერო ვერ ნახეს ვერავინ თუ ჩვენ გვეკაიფებიან
ლაპორტა დამიბრუნეეთ !!
Memphis Depay,
ჰააგი ერთის მხრივ ჰო, თუმცა გსათვალისწინებელია, რომ დაცვა როგორ უნდა გაგნებაში არაა, ცენტრი და შეტევა კი ბატონო!
კუმანს ჩაამთავრებინონ სეზონი უნდა. ისე კი ჰააგის ხილვა მაგრად მინდა ბარსელონაში მე პირადად.
გუარდიოლა არის ბარსას და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი!
ზიზუს კიდე იხმარს თუ გადაეყარა ლიგაზე პეპი 😂
იგრძნობა პოლიტიკოსი
ბევრი მცველი ჰყავს ცენტრში სიტის და მაგიტომ. ჯერ ახალგაზრდაა მითუმეტეს და მოუმატებს, ეგრე პიკე მანჩესტერში რამდენი წელი ხეხავდა სკამს გაითვალისწინე.
ვაფშე არაფერში ჭორდება ეს ბარსას ტიპი ზამენის ზამენაა სიტიში და ბარსას ძიროთადში რა უნდა ეს რო წესიერი იყოა გუარდიოლა გამოუშვებდა?
პერსპექტიული იგროკია, მინდა ამის ტრანსფერი.