TOP 10 | Marca-მ ლა ლიგის ყველაზე განვითარებადი ფეხბურთელები დაასახელა

TOP 10 | Marca-მ ლა ლიგის ყველაზე განვითარებადი ფეხბურთელები დაასახელა

პედრი და რონალდ არაუხო Marca-ს ტოპ-10 განვითარებად ფეხბურთელს შორის მოხვდნენ. 

მადრიდული გამოცემის რეიტინგს სათავეში “ბარსას” ნახევარმცველი უდგას, ხოლო ურუგვაელი ცენტრალური მცველი მე-3 პოზიციაზეა.

სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

 1. პედრი (ბარსელონა, 18 წლის)
 2. მარიო ერმოსო (ატლეტიკო, 25 წლის)
 3. რონალდ არაუხო (ბარსელონა, 21 წლის)
 4. ტომას ლემარი (ატლეტიკო, 25 წლის)
 5. ფერნანდო პაჩეკო (ალავესი, 28 წლის)
 6. ალექს ბერენგური (ბილბაო, 25 წლის)
 7. ლუის მილა (გრანადა, 26 წლის)
 8. ბრაიან ხილი (ეიბარი, 19 წლის)
 9. რენატო ტაპია (სელტა, 25 წლის)
 10. კარლოს სოლერი (ვალენსია, 23 წლის)

ჩატარებულ 19 შეხვედრაში პედრის 1 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში. რონალდ არაუხომ კი 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გატანილი გოლით თავის გამოჩენა ერთხელ, “ვალენსიასთან” მოახერხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 27 დეკ 2020, 02:23
    #9

    განვითარებადიო და მეგონა ახალგაზრდებზე იყო საუბარი და აქ ბებრებიც იჩითებიან.

  • Albicelecte
    schedule 26 დეკ 2020, 23:18
    #8

    ალავეშის პაჩეკო უფრო განვითარებადია თუ მარტინ ბრაითვაიტი?! 28 წლისანი არიან
    ეს უკვე ის ასაკია, როდესაც მაქსიმუმს დებს
    პირიქით რომ გაკეთდეს გამოკითხვა, ყველაზე უფრო განვითარება შეჩერებული და ჩამოფასებული ფეხბურთელები, ალბათ ათეული ასე დაიწყებოდა:
    1. ფილიპე კოუტინიო
    2. ანტუან გრიზმანი
    3. სამუელ უმთითი
    4.
    5.
    6.
    და ა.შ.

  • AGU3RO
    schedule 26 დეკ 2020, 22:55
    #7

    პედრიიიიიიიიი <333333

  • BARCELONA FOREVER
    schedule 26 დეკ 2020, 22:51
    #6

    Iniesta_8,
    არსენალს იმდენი ხანია არ მოუგია კი ვიფიქრე დღეს მოიგებს მეთქი და აჰა იგებს კიდეც :დ და აქ ფატი და დესტი რატო მოტეხეს ამათ იქ ხო არა აქვთ :დ

  • Albicelecte
    schedule 26 დეკ 2020, 22:35
    #5

    25,26 და 28 წლის ფეხბურთელები განვითარებადის სტატუსს რა პონტში ატარებენ?!
    ქვეყნების კლასიფიკაცია ხომ არაა, განვითარებადის სტატუსს რომ ღებულობ და შემდეგ შესაბამისი გზის გავლა გიწევს (ჩვენი არ იყოს) მაგრამ ქვეყანა ოდესმე განვიათრდება, ისწავლის და ფეხბურთელს სათამაშო ასაკი შეზღუდული აქვს

  • M10 S9 D11
    schedule 26 დეკ 2020, 22:31
    #4

    კუმანის სიჯიუტე რომ არა მაგ სიაში პუჩიც იქნებოდა

    პ.ს. ფატი და დესტი სად მოტეხეს

  • GiorgiGabe99
    schedule 26 დეკ 2020, 22:23
    #3

    ანსუ ფატი სად ჯანდაბაშია ?

  • Memphis Depay
    schedule 26 დეკ 2020, 22:22
    #2

    ციტატა: Iniesta_8
    ჩელსიმ იმდენი ფული დახარჯა მეგონა კარგ გუნდს დააყენებდნენ მაგრამ დაშლილ არსენალთან აგებენ უკვე ერთ ტაიმში. ნეტა ლიგაზე ჩელსი შეგვხვედროდა.


    მწვრთნელი ჰყავთ სლე, თორე ისეთი რესურსი აქვს გუნდს უკეთესად უნდა თამაშობდნენ იმენს ორი აზრი არ არსებობს.

  • Iniesta_8
    schedule 26 დეკ 2020, 22:17
    #1

    ჩელსიმ იმდენი ფული დახარჯა მეგონა კარგ გუნდს დააყენებდნენ მაგრამ დაშლილ არსენალთან აგებენ უკვე ერთ ტაიმში. ნეტა ლიგაზე ჩელსი შეგვხვედროდა.