France Football-ის ინფორმაციით, პსჟ-მ მემფის დეპაის მიმართ ინტერესი კიდევ ერთხელ გამოხატა.
პარიზელთა სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს მისი დამატება განსაკუთრებით მაურო იკარდის ჩასანაცვლებლად სურს.
ნიდერლანდელის დამატების მხრივ ფავორიტის სტატუსს ისევ “ბარსა” ინარჩუნებს, მაგრამ “ლიონთან” მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია და ახალი პრეზიდენტის არჩევამდე არც განახლდება.
რეალურად, თუ “ბლაუგრანამ” ტრანსფერი ზაფხულამდე არ გადაავადა, ზამთარში კატალონიელებს დეპაის დამატება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 2-3 დღის განმავლობაში შეეძლებათ.



მარჯვენა მკლავი ჩამოახიეს ისე ექაჩიბიან თურმე.
აი ვარიანტი არაა ამისი პსჟ-ში ტრანსფერის, 0%, ჰა და ჰა, 0.001% ალბათობა
იქნება და სულ არ უნდა ამ პოჩეტინოს ეს დეპაი
მტრის ბანაკში არ გაუშვებს ლიონი
და კიდევ, ნეის პოზიციაა, სადაც დი მარია და სარაბიაც იბრძვიან ძირითადისთვის
რაც ძალიან უმცირებს შანსს
აი 9-იანზე კი მბაპე,იკარდი,კენი… ეს სამი კონკურენტი ეყოლება, ასე, რომ პსჟ გამორიცხულია
გრიზი და კოუტინიო თუ წავიდნენ მოსაყვანია
ეს ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.ლიონი მთავარ თავდამსხმელს უშუალო კონკურენტში არ გაუშვებს
პსჟ გამოექანოს და დაახტეს დეპაის :დ
წაიყვანე პსჟ? კაცურად!