ფრანგული გამოცემის, L’equipe-ს ინფორმაციით, “ლიონი” მზადაა მემფის დეპაი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ 5 მილიონ ევროდ გაყიდოს.
როგორც ჩანს, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ფრანგებთან კონტრაქტს აღარ ახანგრძლივებს, რის გამოც მისი ამჟამინდელი გუნდის მესვეურები იძულებულნი არიან ასეთ მინიმალურ ფასად შეელიონ.
“ბარსელონა” მემფისის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც აპირებდა, მაგრამ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კლუბმა ეს ვერ მოახერხა. კატალონიელები დეპაის დამატებისთვის ბრძოლაში ახლაც ფავორიტებად მიიჩნევიან.



ანუ, კონტრაქტს არ ახანგძლივებს და სულ უფასოდ გაშვებნის მაგივრად, ასე იქცევიან
და 1/2 წლის ხელფასს დაზოგავენ,
შერკის მისცემენ მეტ სათამაშო დროს და ვინმეს დაწინაურებენ აკადემიიდან
და ბარსას ხელმძღვანელობას კერავენ, რომ ერთი 30-ში სეზონის ბოლოს გრიზმანი დაუთმონ (ეს ჩემი აზრია)
ფრაგნული გუნდისთვის ასეთი ფრანგი ფეხბურთელის გუნდში ყოლა ნიშნავს ლიგა 1-ში წამყვან პოზიციაზე კიდევ მეტ პრეტენზიას, გულშემატკივაის მეტ სიმპათიას და პსჟ-თან კონკურენციის გაძლიერებას
ნუ ვნახოთ, დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯარას
GioKakiashvili,
მადლობა
კარგი იქნება დეპაი გამოდგება გუნდს