როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რიკი პუჩს “ბარსელონაში” საქმე კარგად არ მისდის. პრესაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ტალანტი და გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ერთმანეთს ვერ ეწყობიან.
ნიდერლანდელ სპეციალისტს სეზონის დასაწყისში პუჩის იჯარით გაშვება უნდოდა, რისი მიზეზიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონფლიქტი იყო – კუმანმა ახალგაზრდა ნახევარმცველი გუნდიდან ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა. ცოტა ხნის წინ როლანდმა ესპანელი მოთამაშე ისევ გააკრიტიკა და განაცხადა, პუჩი სათამაშო დროის მისაღებად ვარჯიშებზე საკმარისად არ იხარჯება.
პუჩსა და კუმანს შორის უთანხმოება პირდაპირ გავლენას ახდენს ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკაზე – რიკიმ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო და მოედანზე სულ რაღაც 77 წუთი გაატარა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობები, რომ რიკი პუჩით იტალიური “მილანია” დაინტერესებული, Tribal Football-ის ინფორმაციით კი, ესპანელის შეძენის სურვილს “მანჩესტერ სიტი”, “ლიდსი” და მიუნხენის “ბაიერნიც” გამოთქვამენ. ხსენებული კლუბები პუჩის ირგვლივ შექმნილ არასახარბიელო სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.
ცნობისთვის, რიკი პუჩის მოქმედი კონტრაქტის ვადა მომდევნო წლის ზაფხულში იწურება. დღევანდელი გადმოსახედიდან, “ბარსას” ნიჭიერ შუახაზელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ძალიან გაუჭირდება.
ამის ამბავიც სავარაუდოდ არჩევნების მერე გაირკვევა. გაშვება კი მერე სანანებელი არ გაგვიხდეს.
არ ვიცი რაა არ ვიცი გასაშვებად არ მემეტება და მეორეს მხრივ ის რაქიტიანი სათამაშო დროს არ მისცემს ვხედავთ უკვე

ბაიერნში გაუშვან იჯარით ან დაბრუნების უფლებით იქ ფიზიკურადაც მაგრად მოუმატებს .
რიკიც ბარსელონას აღზრდილია, ბარსას დნმ აქვს, დღეს როცა მხოლოდ 21საა, მთავარ გუნდში არც თუ ისე დიდ ხნიანი პრაქტიკით, გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენსაც 10 თავით ჯობია, ყველაფერი აქვს: გონება, სისხარტე, ჩაჭრა, პასები… ერთადერთი რასაც ყველა ვუწუნებთ კუნთებია, თუმცა მის თამაშში არასდროს შემიმჩნევია ამ კუნთების საჭიროება ან არარსებობა.
მტერი უნდა იყო ასეთი მოთამაშე რომ გაუშვა, უსახურ შენაძენებს დამატებული ტალანტებსაც რომ უშვებ პირდაპირ კავშირშია გუნდის განადგურებასთან.
რაც არ უნდა დაეშავებინა მსგავსი დასჯის მეთოდი ყველაზე მიუღებელია, კამანს შეეძლო 2,3 ან 4 თამაში მოესვა სკამზე ან ფულადი ჯარიმა დაეკისრებინა პუჩისთვის, მაგრამ ამდენ ხნიანი უთამაშებლობა, როცა გუნდი მის საჭიროებას ისედაც განიცდის, გუნდის ღალატს უდრის საკუთარი დეგრადიული ეგოს გამო.
კუმანი არაა ბარსას შესაფერისი მწვრთნელი და ამას მოსვლის დღიდანვე ამტკიცებს!
აი რაიცი ძმაო რახდება სინამდვილეში იქნება საერთოდ არიკლავს თავს ტიპი კიდია ვარჯიშებიი :დდდ 21 წლისააა უკვე არაა პატარა მშრომელ რო იყოს აქამდე ფიზიკურად მზად იქნებოდა უკვე
არ გაუშვან ბიჭოოო არ გამაგიჟონ
გაშვება არ შეიძლება გასაგებია მარა რო არ ათამაშებს და სკამზე რო ალპობს ეგ შეიძლება ტყუილად აფუჭებს ამ ბიჭს
ამის გაშვება არ შეიძლება და ჯობია კუმანი მოვიდეს გონს და ათამაშოს
ანუ ლაპორტა უნდა გახდეს პრეზიდენტი და კუმანს უნდა აუხსნას, რომ ყველა ლა მასიელი ძალიან ღირებულია გუნდისათვის
რას ერჩის ამ ბიჭს კუმანი ვერ ვხვდები რა უნდა შანსს რატომ არ აძლევს.იმდენი არ ქნას რომ მართლა მიაღწიოს მის გაშვებას ამ ხისთავიანმა კაცმა.ინფორმაციის გატანა არა ის ეს საბაბია რომ გუნდიდან გაუშვას და ხელმძღვანელობა დაარწმუნოს რომ გაუშვან.
იმის შიში მაქვს რომ ამ ბიჭს ლაპორტას მოსვლამდე არაფერი შეამთხვიონ და არ გაასხვისონ სადმე. დარწმუნებული ვარ ლაპორტა არ გაუშვებს ამას, აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებზე იდგა მის ეპოქაში ბარსა და ასეთ ტალანტს არცერთ ვარიანტში არ მისცემს წასვლის უფლებას. ეიბრთან მაინც მისცეს შანსი რომ დაალპო სკამზე იმ ბებერმა🤬🤬