პუიოლი: “რეალის” ქომაგისთვის რთულია იმის აღიარება, რომ მესი საუკეთესოა

პუიოლი: “რეალის” ქომაგისთვის რთულია იმის აღიარება, რომ მესი საუკეთესოა

“ბარსელონას” ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ამჟამინდელი კაპიტანი, ლიონელ მესი შეაქო, რომელმაც გუშინ, ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს რეკორდი გააუმჯობესა.

“თუ მკითხავთ, ვინ არის მაიკლ ჯორდანი, გეტყვით, რომ ის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელია. ვფიქრობ, რომ მესის იგივე სტატუსი აქვს – ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. ასევე საუბრობენ იმაზე, არის თუარა მაიკლ ჯორდანი ისტორიაში საუკეთესო, ეს არის მოსაზრებები და ზოგჯერ რთულია ობიექტურობა. მადრიდის “რეალის” გულშემატკივრისთვის რთულია იმის აღიარება, რომ მესი საუკეთესოა.

ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის გვყავს, მაგრამ მე ნამდვილად ვამბობ, რომ კულედ ყოფნის გრძნობების მიუხედავად, არსებობს ციფრები, რომლებიც გამოგონილი არაა და რომლებიც აჩვენებს, რომ ის საუკეთესოა.

ახლა ჩვენ ამას ვუარყოფთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომავალში ვინმე უკეთესი გამოჩნდება. ფეხბურთისა და სპორტის მოყვარულებისთვის ეს კარგი იქნება, რადგან ჩვენ წარმოუდგენელ რაღაცებს ვნახავთ.

მივიჩნევ, რომ ეს რთულია, თუ შეუძლებელი არა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ასეთ დონეზე იყოს ვინმე, მაგრამ უნდა მოვიცადოთ და ახლა ლეოთი დავტკბეთ.

პირველ რიგში, მე ძალიან გამიმართლა, რომ მასთან და ამ თაობის ფეხბურთელებთან ერთად თამაში შევძელი და ეს გუნდთან ერთად მთელი გულით გავაკეთე. ძალიან ვამაყობ იმით, თუ რა გავაკეთეთ ერთად.

ჩემი კარიერის დასაწყისი რთული იყო, ვინაიდან ხუთი წელი უტიტულოდ გავატარე, მაგრამ შემდეგ ყველაფრის მოგება შევძელით და დღესდღეობით, ჩვენ ერთადერთი კლუბი ვართ, რომელმაც ერთ წელიწადში ექვსი ტიტული მოიგო.

მჯერა, რომ “ბარსელონა”, ლეოს ხელმძღვანელობით, ტიტულების მოგებას გააგრძელებს. არ ვიცი, აქვს თუ არა მას კიდევ რაიმე მისაღწევი. ეროვნულ ნაკრებში მას ჯერ კიდევ აქვს ტიტული მოსაგები.

არგენტინელი არ ვარ, მაგრამ აღფრთოვანებული ვიქნებოდი ამით, რადგანაც ის ამას იმსახურებს და ვიცი, რომ მას ამის გაკეთება ნამდვილად უნდა.

“ბარსელონაში” მან უკვე ყველა რეკორდი დაამყარა და არ ვიცი, იქნება თუ არა ვინმე მომავალში, ვინც მას კონკურენციას გაუწევს, ვინაიდან ის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.”

– ციტირებს პუიოლს Goal.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

  • იორამ
    24 დეკ 2020, 04:18

    ციტატა: BARCELONA FOREVER
    ეგ ყველამ იცის უბრალოდ არ აღიარებენ თვითონ რონალდომაც იცის მარა არ აღიარებს და შ…ი :დ


    ,

    ვფიქრობ ვერც ერთი ეპოქის ადამიანები ვერ დაადგენენ თუ ვინ არის ფეხბურთის ღმერთი ან მეფე… ამ დაუსრულებელ კამათში ყოველ მონაწილეს უნდა რომ თავისი რჩეული იყოს საუკეთესო…

  • BARCELONA FOREVER
    23 დეკ 2020, 17:57

    ეგ ყველამ იცის უბრალოდ არ აღიარებენ თვითონ რონალდომაც იცის მარა არ აღიარებს და შ…ი :დ

  • Albicelecte
    23 დეკ 2020, 17:54

    2010 წელს რომ კამპ ნოუზე "არასპრაველდივი ხელი" მოხვდა, მაგის მერე კაი რატომ უნდა თქვას რეალზე?! smiley

  • Giorgi99
    23 დეკ 2020, 17:51

    რეალის ფანები ისე არიან გამწარებულნი ცოტახანში ფეიკი ექაუნთებით პუიოლს შეუტევენ სოციალურ ქსელებში :დ :დ ,ციტატით პუიოლ რატომ კბენ რეალს?

  • M10 S9 D11
    23 დეკ 2020, 17:15

    რეალია ქომაგები აღიარებენ რო მესი საუკეთესოა ეგ პენალდოს ფანებს უჭირთ აღიარება

  • Moriba
    23 დეკ 2020, 16:17

    ბიჭები მაგარი დარხეული გვაქ მართლა ბარსელონა მუსტაფის ყიდულობსო ზამთარშიო😀

  • Memphis Depay
    23 დეკ 2020, 15:49

    მარადომანათი აპელიერებენ, ნარკუში ამპარტავნით. ლეო ჯერ მარტო კაცობით ჯობია და დალშე უფრო სრულყოფილია.

  • Albicelecte
    23 დეკ 2020, 15:46

    მართალი კაცია ელ კაპიტანო, თან არგენტინის ნაკრებიც რომ ახსენა… ანუ მხოლოდ ეგოუსტურად არა, იქაც გულშემატკივრობს barca-2

  • AGU3RO
    23 დეკ 2020, 15:17

    მართალია

  • მიქატაძე ვაკო
    23 დეკ 2020, 14:58

    ორი საუკეთესოო! <3