დღეს განსაკუთრებული ტანჯვა გველის – კუმანის “ბარსელონას” ყურება ღამის პირველ საათზე.
სამწუხაროდ, ასეთ გუნდად ვიქეცით – შეიძლება კი მოვიგოთ, მაგრამ წინასწარ ვართ შეგუებულები, რომ უნდა ვიტანჯოთ და ნერვები დავიწყვიტოთ. დღევანდელი “ბარსელონასთვის” კარგი სცენარი ისაა, მეორე ტაიმში გუნდი რომ 2-1 იგებს, კუმანს უჯერებს და შეტევაზე უარს ამბობს და ბოლო წუთებზე არც მინგესას ჩამოეძინება საჯარიმოში და არც ლანგლე დაიწყებს ხელების უგზოუკვლოდ ქნევას. ამისი იმედი თუ გვექნება გასავარდნ ზონაში მყოფ “ვალიადოლიდთან”. რას ვიზამთ, ჩავარდნა გვაქვს. ადრეც გვქონია, დაგვიძლევია და ისტორიული გუნდები შეგვიქმნია. ახლაც ასე იქნება. ყველა ხედავს, რომ გუნდი გაჩერებულია, არაფერი ხდება და ასე გაგრძელდება 24 იანვრამდე…
სათამაშო ფორმა
ერთადერთი, რაშიც კუმანის “ბარსელონა” სტაბილურია, ეს არასტაბილურობაა. ამ გუნდს შეუძლია გათამაშების ლიდერთან თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს, შემდეგ კი თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში მყოფ “ვალენსიას” ვერ მოუგოს. ან სტუმრად გაანადგუროს უხერხული მეტოქე “სელტა”, სამაგიეროდ “კადისსა” და “ალავესს” ვერაფერი მოუხერხოს.
“ბარსელონას” სათამაშო ფორმით თამაშის წინ ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტანთ და ნურც შევეცდებით.
რაც შეეხება “ვალიადოლიდს” – სერხიოს გუნდმა ბოლო დროს საგრძნობლად უმატა, ჯერ უშუალო კონკურენტი “ოსასუნა” დაამარცხა, შემდეგ კი “სევილიასთან” სტუმრად ქულები აიღო. ამ თამაშებს შორის კი ესპანეთის თასზე მეოთხელიგელ გუნდთან იოლი მოგება (5-0) იყო.
მიმდინარე სეზონის სტარტზე “ვალიადოლიდს” ზედიზედ 5 საშინაო თამაშში მოგება არ ჰქონდა. “ხოსე სორილიაზე” გამართული ბოლო 3 მატჩიდან კი სერხიო გონსალესის ბიჭებმა 2 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს. “ბარსელონასგან” განსხვავებით “ვალიადოლიდი” აშკარად პროგრესის გზას ადგას.
დანაკლისი
“ბარსელონას” ისევ არ ეყოლება პიკე, რობერტო, ფატი და დემბელე. ეს უკანასკნელი დაბრუნებასთან ახლოსაა, მაგრამ კუმანმა მისი განაცხადში შეყვანა მომდევნო თამაშისთვის გადადო. განაცხადში ვერ მოხვდა მატეუს ფერნანდესი, რომელიც გაუგებარია აქამდე რატომ ხვდებოდა ხოლმე.
“ვალიადოლიდს” კიკო ოლივასი და საიდი ჯანკო არ ეყოლება, მაგრამ მნიშვნელოვანი დანაკლისი არცერთს ეთქმის. ბოლომდე გადაწყვეტილი არაა ძირითადი ცენტრალური მცველის, ხოაკინ ფერნანდესის თამაში, თუმცა ივარაუდება, რომ მას სასტარტო შემადგენლობაში მაინც ვიხილავთ.
ურთიერთშეხვედრები
94 თამაშში 62 მოგება, 16 ფრე და 16 წაგება, 218 გატანილი და 81 გაშვებული გოლი – ასეთია “ბარსელონას” სტატისტიკა “ვალიადოლიდთან”.
სტუმრად ჩატარებული 47 დაპირისპირებიდან “ბლაუგრანამ” 23 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 14 დათმო.
“ბარსელონამ” “ვალიადოლიდს” ბოლო 4 თამაში მოუგო, ბოლო 13-დან კი 12.
“ხოსე სორილიაზე” ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში “ბლაუგრანას” 5 მოგება აქვს, მაგრამ ბოლო 3 დაპირისპირებიდან 2 მხოლოდ 1-0 მოიგო, ერთი კი ამავე ანგარიშით წააგო.
ბოლო დროს ამ გუნდების შეხვედრებში ბევრი გოლი ნამდვილად არ გადის. უკანასკნელი 5 დაპირისპირებდან 4 ანგარიშით 1-0 დასრულდა.
2012 წლის შემდეგ “ბარსელონას” “ვალიადოლიდთან” გამართულ გასვლით შეხვედრებში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი და დღეს მოედანზე ამ გოლების ვერცერთ ავტორს ვერ ვიხილავთ – არუტრო ვიდალი “ინტერშია”, უსმან დემბელე კი ბოლომდე ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა.
არბიტრი
შეხვედრას 41 წლის მარიო მელერო ლოპესი განსჯის.
“ბარსელონას” მელერო ლოპესის მონაწილეობით ჩატარებულ 9 თამაშში 6 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება აქვს. კატალონიელებმა 16 ყვითელი ბარათი მიიღეს, მეტოქე ფეხბურთელებმა კი 28. “ბარსას” მატჩში ლოპესს წითელი ბარათი არ უჩვენებია. მელერომ კატალონიელების სასარგებლოდ 5 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მათ კარში კი – არცერთი.
იშვიათია შემთხვევა, როდესაც რომელიმე მსაჯისთვის “ბარსელონას” მეტოქე უფრო ნაცნობი გუნდია, ვიდრე თაად “ბლაუგრანა”. ასეა ამჯერად. “ვალიადოლიდის” შეხვედრაში ლოპესს 12-ჯერ უმსაჯია. ამ მატჩებში “ვალიადოლიდს” 3 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება დაუგროვდა.
მელეროს წითელი ბარათი არც “ვალიადოლიდის” მატჩში უჩვენებია, თერთმეტმეტრიანი კი 2-ჯერ დანიშნა, ორივეჯერ “ბარსას” დღევანდელი მეტოქის კარში.
საინტერესო ფაქტები
- ამ გუნდებს შორის “ხოსე სორილიაზე” ჩატარებული ბოლო 3 თამაში ანგარიშით 1-0 დასრულდა;
- ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 5 თამაშიდან 4 ანგარიშით 1-0 დასრულდა;
- “ბარსელონამ” “ვალიადოლიდთან” ჩატარებული ბოლო 13 თამაშიდან 12 მოიგო;
- “ბარსელონამ” “ვალიადოლიდთან” ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
- “ვალიადოლიდის” მეკარე ჟორდი მასიპი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. 2004-2008 წლებში ის აკადემიაში ირიცხებოდა, 2008-2014 წლებში კი “ბარსა ბ-ს” კარი 79-ჯერ დაიცვა. 4-ჯერ მან პირველი გუნდის შეხვედრაშიც ითამაშა და 4 გოლი გაუშვა;
- “ვალიადოლიდის” თავდამსხმელი სერხი გვარდიოლა 2015 წელს “ბარსელონა ბ-ში” გადავიდა, მაგრამ მას კონტრაქტი გაფორმებიდან რამდენიმე საათში გაუწყვიტეს. მიზეზი ადრე გაკეთებული ანტიკატალონიური განცხადებები იყო.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი
რონალდ კუმანის კომენტარი სრულად.
სავარაუდო შემადგენლობები
WhoScored
ვალიადოლიდი (4-4-2): მასიპი, ერვიასი, ფერნანდესი, გონსალესი, გარსია, ორელიანა, ალკარასი, მესა, პლანო, გვარდიოლა, ვაისმანი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, მინგესა, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გრიზმანი, მესი, ბრეითუეიტი.
SportsMole
ვალიადოლიდი: მასიპი, ერვიასი, ბრუნო, ელ იამიქი, გარსია, ორელიანა, მესა, ფედე, პლანო, ვაისმანი, მარანაო.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი, ბრეითუეიტი, პედრი, გრიზმანი, მესი.
Sportskeeda
ვალიადოლიდი (4-4-2): მასიპი, ერვიასი, გონსალესი, ფერნანდესი, გარსია, პლანო, მესა, ალკარასი, ორელიანა, გვარდიოლა, ვაისმანი.
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, მინგესა, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, მესი, გრიზმანი, პედრი, ბრეითუეიტი.
SofaScore
ვალიადოლიდი (4-4-2): მასიპი, ერვიასი, გონსალესი, ფერნანდესი, მარტინესი, ორელიანა, მესა, ალკარასი, პლანო, ვაისმანი, დე სოუზა.
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, მესი, პედრი, ბრეითუეიტი.
პროგნოზი
- WhoScored: 1-2
- Sportsmole: 1-2
- Sportskeeda: 1-3
- Squawka: 1-2
ტრანსლაცია
თამაში ღამის 01:00 საათზე დაიწყება, მის ტრანსლაციას სილქ სპორტ 1 და Silksport.ge და ჩვენი საიტი გთავაზობთ.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
უმტიტი და არაუხო დააყენოს რა <3
თამაშები როდის არის დადეთ რიცხვი და დრო საიტმა
ანუ ახლაგაზრდბი თU არ მოსინჯა, სხვანაირად აზრიარ აქვს, ეს სეზონი ახალი გუნდისექმნის წინაპირობა უნდა იყოს +ლიგა
ნეტა შავ ფირმას რატო არ იცვამენ რა ვარდისფერი დდდ
შავით რომ ითამაშოთ არა?
შტეგენი
დესტი-არაუხო-მინგესა-ალბა
პუჩი-დეიონგი-პედრი
გრიზმანი-მესი-ბრეიტვეიტი.
ცვლილებები
ალბა-ფირპო
დეიონგი-პიანიჩი
პედრი-კოუტინიო
გრიზმანი-ტრინკაო
პუჩი-ალენია.
უკვე ბევრს ითხოვ.კუმანისგან 4-3-3 როგორ უნდა მიიღო.გადამკვდარია თავის ტაქტიკას
4-3-3და ასეთი შემადგენლობის ხილვა კარგი იქნებოდა:
შტეგენი
დესტი-არაუხო-მინგესა-ალბა
პუჩი-დეიონგი-პედრი
გრიზმანი-მესი-ბრეიტვეიტი.
ცვლილებები
ალბა-ფირპო
დეიონგი-პიანიჩი
პედრი-კოუტინიო
გრიზმანი-ტრინკაო
პუჩი-ალენია.
OLD,
კი დღესაა ღამის 1 საათზე იმედია ამას მაინც მოიგებენ დიდი შოტით:დ
დღეს ხოარი ეს თამაში გვიან??
ორ ბურთიანი უპირატესობით როდის მოვიგეთ არ მახსოვს.
აქმაინც ათამაშოს პუჩი
ტერ შტეგენი
დესტ არაუხო უმტიტი ალბა
დე იონგი
პიანიჩი პუჩი
პედრი
მესი გრიზმანი
საინტერესო იქნება..