“ბარსელონას” ყოფილმა ბრაზილიელმა მცველმა, ედმილსონმა, ლიონელ მესისა და კატალონიურ კლუბზე ისაუბრა.
“მესი არის პიროვნება, რომელმაც კლუბისთვის ბევრი გაიღო, ის საუკეთესო მოთამაშეა, ვინც ბოლო წლებში მინახავს, სტაბილურობის თვალსაზრისით.
ხალხს შეუძლია დაასახელოს რომარიო, რონალდო, რონალდინიო. მაგრამ კრიშტიანუ რონალდუსა და მესის სტაბილურობა ათი წლის განმავლობაში, 70-90 გოლის გატანა, შთამბეჭდავია. არ ვფიქრობ, რომ მესისა და კრიშტიანუსავით სრულყოფილი მოთამაშე არსებობს.
“ბარსელონამ” ისეთი მოთამაშეები გაიფორმა, რომლებმაც მოედანზე თავი ნაკლებად გამოიჩინეს, მათ ამ მოთამაშეებში ბევრი დახარჯეს და სამწუხაროდ, როცა ბევრია დახარჯული მოთამაშეებში, რომლებიც კოლექტიურ ან ინდივიდუალურ შედეგებს ვერ აფიქსირებენ, კრიზისი დგება.”
– ციტირებს ედმილსონს Marca.
ნუ დახარჯა არ იტქმის, გადაყარა უფრო შეეფერება, მაგრამ ედმილსონი ამას ვერ იტყოდა, კოლეგიალობის ამბავია!