workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა: ახალ მწვრთნელს მხოლოდ იმის გამო არ მოვიყვანთ, რომ “ბარსელონაში” დიდი დრო აქვს გატარებული

ლაპორტა: ახალ მწვრთნელს მხოლოდ იმის გამო არ მოვიყვანთ, რომ “ბარსელონაში” დიდი დრო აქვს გატარებული

“ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ჟოან ლაპორტა, გუნდის დამრიგებლის შერჩევასთან დაკავშირებით თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 

ჩვენი მიზანია, “ბარსელონას” რეპუტაცია აღვადგინოთ. არ ვფიქრობ იმაზე, რამდენად ვარ არჩევნებში ფავორიტი, მხოლოდ ჩემი გზავნილების მკაფიოდ გამოხატვაზე ვარ კონცენტრირებული. 
გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც გუნდთან კარგად მუშაობს. ზუსტად ვიცით, რა გვინდა, მაგრამ კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. 
კლუბის შეცდომებს არ გავიმეორებთ და ახალ მწვრთნელს მხოლოდ იმის გამო არ მოვიყვანთ, რომ მას “ბარსელონაში” დიდი დრო აქვთ გატარებული. 

– ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca. 

ლაპორტას “ბარსაში” მუშაობის დროს გუნდს ორი მწვრთნელი ჰყავდა: ფრანკ რაიკაარდი, რომელსაც წარსულში კლუბთან კავშირი არ ჰქონდა და პეპ გვარდიოლა, რომელიც “ბლაუგრანას” ლეგენდა იყო.  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • Bakero
    schedule 20 დეკ 2020, 22:41
    #23

    ციტატა: Albicelecte
    კლოპი არარეალურია, მაგრამ ნაგელსმანი კი შეიძლება, ახალგაზრდა, შლეგი გერმანელი, წვეტიანი იდეებით barca-6 barca-7


    ჰო რავიცი დღევანდელი ფეხბურთის სიტუაციიდან გამომდინარე გერმანელებისკენ უფრო ვიხრები მარტო შედეგების გამო არა ! ჯერ დისციპლინა მერე ზუსტი ხედვა თუ რა უნდათ კლოპი გრანდში მუშაობს და ააწყო შვეიცარული საათივით მოიგო ყველაფერი და დიდი გამოცდილება აქვს ! ნაგელსმანს მხოლოდ ერთი მინუსი აქვს გრანდში არასოდეს უმუშავია მაგრამ რავიცი აბა შეიძლება დღევანდელ სიტუაციაში კლოპზე უკეთესიც იყოს !

  • სტუმარი R10
    schedule 20 დეკ 2020, 22:39
    #22

    BARCELONA FOREVER,
    მე კიდე სხვანაირად გავიგე, ანუ კლუბის შეცდომებს არ გავიმეორებთო და მხოლოდ იმის გამო არ მოვიყვანთო მწვრთნელს, რადგან დიდი დრო აქვსო ბარსაში გატარებულიო, ანუ შეცდომა იყო კუმანის მოყვანაო, მე ესე გავიგე 🤷‍♂️

  • Albicelecte
    schedule 20 დეკ 2020, 21:58
    #21

    კლოპი არარეალურია, მაგრამ ნაგელსმანი კი შეიძლება, ახალგაზრდა, შლეგი გერმანელი, წვეტიანი იდეებით barca-6 barca-7