ბიზნესმენების შეხვედრა ”La Seu d’Urgell en el XXII Encuentro Empresarial en el Pirineo”-ზე სანდრო როსელი სიტყვით გამოვიდა, სადაც ”ბარსელონას” გულშემატკივრებზე ისაუბრა და ახსნა პოზიცია ”ლეიდას” ფინანსური დახმარების შესახებ.
”ჩვენ არ ვართ კატალონიის სპორტის სამინისტრო”
შეხვედრის დროს 50 ბიზნესმენიდან ერთ-ერთმა ”ბარსას” პრეზიდენტს მიმართა ”ლეიდას” დახმარების თხოვნით. ეს კლუბი თავისი არსებობის 72-ე წელს გაკოტრების საფრთხის წინაშეა. როსელმა შეკრებილ საზოგადოებას თავად ”ბარსელონას” ვალები შეახსენა: ”ამ შემთხვევაში ჩვენაც უნდა გვქონდეს კატალონიური კლუბების იმედი ვალების დასაფარად. ჩვენ გვსურს თქვენი დახმარება, მაგრამ არ შეგვიძლია”.
როსელმა თავისი პოზიცია ახსნა: ”პირველ რიგში ჩვენ კატალონიის სპორტის სამინისტრო არ ვართ, მეორეს მხრივ ჩვენ საკუთარი პრობლემები უნდა გადავჭრათ”. ამასთანავე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველთვის მზადაა გაუწიოს ”მორალური დახმარება” ყველა კატალონიურ გუნდს და მზადაა შესთავაზოს დისკუსია ”ლეიდას” ფინანსურ საკითხებში.
კლუბის გულშემატკივრები
შეხვედრაზე სანდრო როსელმა აღნიშნა მნიშვნელობა და აქტუალურობა ”ბარსას” მუშაობის ახალგაზრდა გულშემატკივრების მიმართ: ”ცხოვრებაში შენ შეგიძლია შეიცვალო მანქანა, მეუღლე, ბინა ან რელიგია, მაგრამ სიყვარული კლუბისადმი არასდროს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ახალგაზრდული ასაკიდან ”ბარსასთან” იყვნენ, ისინი ხომ მათთან ერთად გაზრდას დაგვაძალებენ”. როსელის მონაცემებით ესპანეთში გულშემატკივრების 25-30% სწორედ კატალონიური კლუბის ქომაგია, ხოლო მსოფლიო მაშტაბით მათი რაოდენობა 220 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამიტომაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კლუბის მთავარი მიზანი არის ”ინტერნაციონალობა, მაგრამ არა ყველა მეთოდით და ხერხით”.


