workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: კოუტინიომ ტრავმის გამო, შესაძლოა, “ლევანტესთან” ვერ ითამაშოს

MD: კოუტინიომ ტრავმის გამო, შესაძლოა, “ლევანტესთან” ვერ ითამაშოს

MD იტყობინება, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს, კუნთი აწუხებს და შესაძლოა, “ლევანტესთან” შეხვედრაში მონაწილეობა ვეღარ მიიღოს. 

ფილიპემ ოთხშაბათის აღდგენითი ვარჯიში გამოტოვა, თუმცა მაშინ მიზეზად უბრალოდ დასვენება სახელდებოდა.

“ბარსას” 14 ნომრის ტრავმა სატირასაც შეგვიძლია შევადაროთ, რადგან მისი დაზიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე 1 საათით ადრე, BarcaTV-ზე კოუტინიოს ვარჯიშის ვიდეორგოლი განთავსდა, სადაც მოსამზადებელი პერიოდის საუკეთესო მომენტები იყო შეყვანილი.

ბრაზილიელი ლაზარეთში სამუელ უმტიტის ჩაანაცვლებს, რომელიც 1 კვირაზე ცოტა ხნით მეტია რაც გამოჯანმრთელდა. “იუვენტუსთან” მეორე ტაიმიდან ჩართვის შემდეგ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან თამაშს სამუელი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • me da barca
    schedule 13 დეკ 2020, 22:29
    #21

    ეს ერთმნიშვნელოვნად გასაყიდია, ამისგან არაფერი გამოვა.
    პუჩი ბევრად სასარგებლოა გუნდისთვის, ვიდრე ეს, 145 მილიონიანი ბალასტი.