Spotify-სთან შეთანხმების შემდეგ, “ბარსელონა” მორიგ სპონსორებს ეძებს.
ჟოან ლაპორტას განცხადებით, “ბარსას” მაისურის სახელოს სპონსორობის სურვილს რამდენიმე კომპანია გამოთქვამს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი Turkish Airlines-ია.
წყაროს თანახმად, თურქულ ავიაკომპანიას “ბლაუგრანასთან” თანამშრომლობა სურს. მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შეთანხმების შემთხვევაში, Turkish Airlines-ის სახელწოდება “ბარსას” მაისურების სახელოზე განთავსდება. კატალონიელებს 10-15 მილიონი ევროს მიღება სურთ.
“ბარსელონა” და Turkis Airlines 2010-12 წლებშიც თანამშრომლობდნენ.
მაისურის სახელოს ბოლო სპონსორი თურქული კომპანია Beko იყო, რომელთან ურთიერთობა კატალონიურმა კლუბმა გასულ სეზონში გაწყვიტა. “ბარსა” მიმდინარე სეზონში სახელოზე წარწერის გარეშე ასპარეზობს.
აჰა ხომ ვთქვი ერთი კლასიკოში რეალის გაბახება და წამოვიდა სპონსორები:)))))) ეხლა მთავარია სეზონის ბოლოს შედეგი ევროპა ლიგის მოგება და მერე ნახეთ თქვენ ზაფხულში კიდევ მეტი სპონსორი წამოვა
ხო, ესენი საკმაოდ შეძლებულები არიან და გადახდა არ გაუჭირდებათ.
ეგ რეკლამა ძაან მევასება😁♥️
როგორ მახსოვს მესის და კობის რეკლამა რო იყო თურქიშ ეარლაინსზე, ეჰ კობიი

კაი იქნება
აი ასეა როცა ტრაკ.სკენ იყო საქმე არავის სურდა და როცა მოიხოდა გუნდი ყველას სურს სპონსორობა