ანდრეა პირლომ “იუვენტუსის” მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, დიდი კრიტიკა მიიღო. ახლა იტალიელი “იუვენტუსს” “კამპ ნოუზე” სათამაშოდ გაუძღვება. “ბებერ ქალბატონს” G ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად, სულ მცირე, ანგარიშით, 3-1 მოგება აწყობს.
გარდა ამისა, მატჩი კიდევ უფრო საინტერესო იქნება იმ კუთხით, რომ თანამედროვე ფეხბურთის ორი უდიდესი ვარსკვლავი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს კვლავ დაუპირსპირდებიან.
როგორც იცით, 2018 წელს კრიშტიანუმ ლა ლიგა დატოვა და სერია A-ს მიაშურა. უკანასკნელად, ხსენებული მოთამაშეები 2018 წლის 6 მაისს, “ელ კლასიკოში” დაუპირისპირდნენ, რომელიც ფრედ, ანგარიშით, 2-2 დასრულდა.
რაც შეეხება სტატისტიკას – ლეომ კრიშტიანუს წინააღმდეგ ჩატარებული მატჩებიდან, 16-ჯერ ტრიუმფი იზეიმა. რაც შეეხება პორტუგალიელს, მან არგენტინელს მხოლოდ 6 მატჩი მოუგო.
ხსენებული მოთამაშეები ერთად “იუვესა” და “ბარსას” წინა დაპირისპირებაშიც უნდა გვენახა, თუმცა კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით დაინფიცირდა და მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 35-ჯერ უთამაშიათ.
35 თამაშიდან მესიმ 16 მოიგო, რონალდუმ 10, ხოლო 9 ფრედ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი შედეგი გვაქვს: მესის 2 მოგება, რონადლუს 1 მოგება, 2 ფრე.
ეს სტატისტიკა Writer-მა დაგვიწერა(სტატიაში: ბარსელონა-იუვენტუსი – წინასამატჩო მიმოხილვა)
რაც შეეხება სტატისტიკას – ლეომ კრიშტიანუს წინააღმდეგ ჩატარებული მატჩებიდან, 16-ჯერ ტრიუმფი იზეიმა. რაც შეეხება პორტუგალიელს, მან არგენტინელს მხოლოდ 6 მატჩი მოუგო.
ეს სტატისტიკა კი Tsitsi-მ დაგვიწერა.(ამ სტატიაში. მესი – რონალდუს დაპირისპირების მოლოდინში)
მე მაინტერესებს რომელი უფრო ზუსტია, და ერთმანეთს თუ უთანხმებენ ხოლმე მწერლები, რომ ერთნაირ სტატიებში დიდი განსხვავება არ იყოს ციფრებში.
თვითონაც იცის რომ მესი უკეთესიაა
სილქ სპორტ 3-დან გავა ბარსა-იუვე
მოუთმენლად ველოდები ამათ ჯახს ჩვენი მეფე ჩაუტარებს გაკვეთილს
king mesi forevever,
არუშვებენ
cbc სპორტზე უყურე აზერბაიჯანული არხია, ძაან საკაიფო ყველანაირად.
სილქი რას ჩალიჩობს არუშვებენ ბარსა იუვეს უნივერსალზე ? სირცხვილია ესეთი დაპირისპირების არგაშვება უნივერსალზე როგორ ელოდება ხალხი იმედია გაუშვებენ სილქ უნივერსალზე ვისკა ბარსა !
ხვალ ჩვენც და იუვეს ფანებსაც ერთად დაგვეწყება კბილების კაწაკაწი. ვეღარ ვითმენ და წუთებს ვითვლი საცააააა.