“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ნახევარმცველი, პოლ სქოულზი “ლივერპულის” ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს.
“რატომ უნდა მოუნდეს საერთოდ მას “ლივერპულიდან” წასვლა? ის ყოველ ტურში თამაშობს, გუნდიც მშვენივრად ასპარეზობს.
ვიცი, რომ იყო “ბარსელონაზე” საუბარი და ჯერ არ შემწყდარა. რატომ უნდა სურდეს მას ასეთი “ლივერპულიდან” წასვლა? ვფიქრობ, რომ ისინი კვლავ მოიგებენ პრემიერ ლიგას, ეს მისი თამაშისთვის შესანიშნავი ადგილია.
ცხადია, რომ აქ უბრალოდ საუკეთესო ვარიანტია. არ გაიგოთ არასწორად, ვფიქრობ, რომ მას “ბარსელონაში” თამაში და მათი სტილის მორგება შეუძლია. “ბარსელონა” უზარმაზარი კლუბია და ჰოლანდიასთან კავშირი ყოველთვის ძლიერი იქნება, განსაკუთრებით კუმანის დროს. მაგრამ ვინ იცის, რამდენი ხანი იქნება ის მათი მწვრთნელი.
დიახ, ვეინალდუმისთვის ეს დიდი ცდუნებაა, მაგრამ რატომ უნდა წავიდეს ის ასეთი მშვენიერი გუნდიდან?”
– თქვა სქოულზმა Amazon Prime-თან ეთერში.
სწორი კითხვაა, უბრალოდ წელს გაუმართლა, ჯერ ვან დეიკის ტრავმა რამაც ფაბინიო გადაწია უკან, ეს ტიაგოც ვერ ათამაშდა, კეიტა ცუდ ფორმაშია და თან ტრავმიანობს თორე ჰენდერსონი ფაბინიო ტიაგო ძირითადის ტრიო იქნებოდა. სკამზე კიდე ჩემბერლენი მილნერი კეიტა და კურტის ჯონსი არიან. ანუ 8 მოთამაშეში სამი პოციზიიდან მოუწევდა ერთ ერთის დაკავება ვეინალდუმს და მაგის შანსი 10% იქნებოდა რომ არა ტრავმები. კუმანი კიდე ბუსისაც ამოაგდებდა და პიანიჩს მიაყოლებდა რო ყოლოდა ეს. არ მგონია რამე დიდი შეემატა ჩვენთვის მარა იმის ფონზე რო ბუსი ამაზრზენია და პიანიჩი ვერ შეგვეწყო ცდად ღირდა ამისი მოყვანა. თუნდაც პიანიჩის ნაცვლად თუ ვერ ათამაშდა. თორე იასნა რატო უნდა გვინდოდეს ჩვენ პირადად ვეინალდუმი თუ გუნდის გაახალგაზრდავვება გვინდა. ალენია პუჩი გვყავს, ბაზარზე კიდე ბევრი კარგი ახალგაზრდაა. ვეინალდუმი რათ გვინდა
კლოპის საათივით აწყობილი გუნდიდან დაქცეულ ბარსაში გადმოსვლა რავიცი…
მეც ეგ მაინტერესებს რა ჯანდაბა უნდა ვეინალდუმს ბარსაში