ფილიპე კოუტინიო: მესმის, რომ ისე ვერ ვთამაშობ, როგორც ჩემგან მოელიან

ფილიპე კოუტინიო: მესმის, რომ ისე ვერ ვთამაშობ, როგორც ჩემგან მოელიან

“იუვენტუსთან” შეხვედრამდე, “ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

თამაში

ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გველის. “კადისთან” წაგების შემდეგ, მოგება კიდევ უფრო მეტად გვსურს.

გუნდი

ჩვენ განახლების პერიოდში ვართ, მწვრთნელი ორჯერ შეიცვალა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა. ამიტომაც მოთმინება გვმართებს. და ჩვენ, ვინც კლუბში ვართ, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა თამაში, რაც შეიძლება, მალე გავაუმჯობესოთ.

ნებისმიერი წაგება არასასიამოვნოა, ცოტათი იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ სიტუაციის შემობრუნებისთვის ვიბრძვით. 

სათამაშო ფორმა

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ისე ვერ ვთამაშობ, როგორც ჩემგან მოელიან, ამაზე ყველაზე მეტად მე ვბრაზობ. “ბარსა” მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ჩემი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ვმუშაობდი, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ.

“ბარსაში” გატარებული პირველი ორი სეზონის დროს მივხვდი, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერი უნდა გავმხდარიყავი, ამიტომაც სავარჯიშო გეგმა შევცვალე. ამან იმუშავა და რთული პერიოდის დაძლევაში დამეხმარა.

მესი და ნეიმარი

ისინი ერთად? არ ვიცი, რა მოხდება შემდეგ წელს, მხოლოდ ჩემს თავსა და დღევანდელ დღეზე შემიძლია საუბარი. ისე, რა თქმა უნდა, აქ საუკეთესო ფეხბურთელთა ყოფნას ვისურვებდი.

პოზიცია

სათამაშო პოზიციების შერჩევა უფრო მწვრთნელის საქმეა. რა თქმა უნდა, ყველას თავისი სურვილები აქვს, მათ შორის მეც, თუმცა ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, რათა ჩემი დავალება შევასრულო, სადაც არ უნდა ვთამაშობდე. 

“კამპ ნოუზე” გასამართი მატჩი სტარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე, აიღებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

  • Bakero
    07 დეკ 2020, 22:11

    " დიდი სამეულიდან " ერთ ერთი ბალასტი rage rage rage

  • NESI
    07 დეკ 2020, 21:14

    ვინც ეს მოათრია მე იმისი….

  • Feel My Style
    07 დეკ 2020, 18:24

    ბრჭყალები ტექსტს ეფარება, ტელეფონზე, იქნება გაასწოროთ

  • B.A.r.c.A
    07 დეკ 2020, 18:11

    სხვაგან უნდა გაუკეთო ის თითები ამას ყურში რო იკეთებდა და მერე ისწავლის ჭკვას

  • Messiah
    07 დეკ 2020, 18:09

    ჰო რავი შენ რო დიდი ფეხბურთელი არ ხარ მაგაში დავრწმუნდი უკვე კაი ხანია მაგრამ …. ცარიელ კარში დარტყმას მოველოდი მაინც :დ

  • CuleTillIDie
    07 დეკ 2020, 17:45

    შენ იყო ფალოსი ხვალ გოლი+ასისტი თუ არ მიითვალო :დდ

  • T.Stegen
    07 დეკ 2020, 16:41

    ციტატა: Ani benzo
    Barca jobia isev kopas miawves sxvagan ubralod ushansod aris da mtel energias tu kopaze daxarjaven eqnebat shansi tan albat mesic midis da tasit xelshi tu gaacileben idealuri gacileba iqneba


    კაი ჩემო ძმაო აწი გაითვალისწინებთ

  • GioKakiashvili
    07 დეკ 2020, 16:11

    ციტატა: Ani benzo
    Barca jobia isev kopas miawves sxvagan ubralod ushansod aris da mtel energias tu kopaze daxarjaven eqnebat shansi tan albat mesic midis da tasit xelshi tu gaacileben idealuri gacileba iqneba


    გადავცემთ♥️

  • Ani benzo
    07 დეკ 2020, 16:09

    Barca jobia isev kopas miawves sxvagan ubralod ushansod aris da mtel energias tu kopaze daxarjaven eqnebat shansi tan albat mesic midis da tasit xelshi tu gaacileben idealuri gacileba iqneba

  • GioKakiashvili
    07 დეკ 2020, 16:08

    მიდი მოიხოდე რა კოუ ან 10იანზე უნდ ათამაშო ეს ან ტაქტიკა შეცვალო და 4-3-3 ან 4-3-1-2 და დააყენო ნახდაცვაში ჩაწიო ინის პოზიციაზე ამის ვინგერად დაყენება ისეთივე სისულელეა როგორც ფრენკის თამაში დაცვაში