workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რუმენიგე: ახლა ბაიერნი-დორტმუნდი უფრო მაღალი დონის თამაშია, ვიდრე “კლასიკო”

რუმენიგე: ახლა ბაიერნი-დორტმუნდი უფრო მაღალი დონის თამაშია, ვიდრე “კლასიკო”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, აცხადებს, რომ დღეს, მისი გუნდისა და “დორტმუნდის” დაპირისპირდება უფრო მაღლა დგას, ვიდრე “ელ კლასიკო”.

ბოლოს გამართული “დერ კლასიკერი” “რეკორდმაისტერის” გამარჯვებით, ანგარიშით 3-2, დასრულდა.

ჩვენ [ბუნდესლიგას] გარკვეულწილად, ესპანეთის გვშურდა, როდესაც “ბარსა” და “რეალი” ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა, ახლა, ვფიქრობ, “დორტუმუნდისა” და “ბაიერნის” თამაში უფრო მაღალი დონის დაპირისპირებაა.

თამაშის შემდეგ, ვიფიქრე, რომ “კლასიკო” ამ მატჩს, თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, ვერც კი შეედრება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ამჟამად, ბუნდესლიგა უფრო მაღლა დგას.

– რუმენიგეს სიტყვებს Goal ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ “კამპ ნოუზე” ჩატარებულ “კლასიკოში” გამარჯვება ზინედინ ზიდანის გუნდს დარჩა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Giorgi99
    schedule 07 დეკ 2020, 12:26
    #7

    ამათ ბარსასი შურდათ , თვითონ თქვეს პეპის ბარსა იყო მოტივაცია დიდებული ბავარია რომ შეგვექმნაო. პეპიც წაიყვანეს. მაგათი სტრატეგია იყო. გაშიფრეს ყველაფერი როგორ ვთმაშობდით. ეს პეპიც იუდა გამყიდველივით ალბატ დაუდო სქემა სქემაზე ყველა დეტალები. მერე დაელოდნენ როდი დავსუსტდებოდით როგორც ყვავები დაჭრილ არწივს და ამოგვტენეს 8-2. მერე მიულერი გამოდის და აცხადებს ევროპის მეფეეები ვართო, მერე ეს ანტიკვარი ბოდავს რაღაცეებს. იმას რატომ ვერ ხედავენ ესპანეთის ნაკრებმა სადაც დაიჭირა იქ ამოტენა გერმანიის ნაკრები.

  • me da barca
    schedule 06 დეკ 2020, 22:26
    #6

    ვერ ვიტან ამ შუშის თვალება გნიდას.

  • BEQA BARCA
    schedule 06 დეკ 2020, 21:59
    #5

    კლასიკოს მაინც სხვა ხიბლი აქვს. ეს ძალიან პრინციპული დაპირისპირებაა რაც არ უნდა მოხდეს. და რაფორმაშიც არ უნდა იყვნენ გუნდები. შეიძლება, რომ საყურებლად უკეთესია ამ მომენტისთვის მაგრამ კლასიკო სხვაა.

  • Albicelecte
    schedule 06 დეკ 2020, 19:29
    #4

    კაი რა კარლ-ჰაინც…
    ბუნდესლიგა რომ ვერ დგას ლა ლიგას დონეზე მაგაში ლომის წილი შენს ბავარიას მიუძღვის
    ყველას რომ ახრჩობს და გუნდავს გერმანიაში
    ცალკე ტელეტრანსლიაციების შემოსავლების მონოპოლიზებით და ცაკლე ვარსკვლავების წართმევით (ლევანდოვსკი,გიოტცე,ჰუმელსი რად ღირს მარტო დორტმუნდის შემთხვევაში)
    მანამ ვერ გაუთანაბრდება ლალიგას ბუნდესლიგა, სანამ ბავარია ზედიზედ 8-ჯერ ცალი ფეხით იგებს ჩემოიონატს
    სანამ 2-3 გუნდს თანაბარი ბრძოლის შანსი არ გაუჩნდებათ ორ ფრონტზე, ბუნდესლიგა+ლიგა
    ეგრე იყო დორტმუნდი და დაახრჩო შენმა მონსტრმა ფეხბურთელების წართმევით

    ატლეტიკოს 1 ლიგის მოგება უკლია, რომ თავდაჯერებულობა მოემატოს ლიგაზე საჭიდაოდ ბავარიისნაირებთან
    რომ ვუყურებ მაგ ნა****რებს ძალიან ძლიერი შემადგენლიობა ყავთ, ჩოლოს შეუძლია ყველა რგოლში დანაკლისი არ აგრძნობინოს გუნდს
    დიეგო კოშტა სკამზე უზის, აქეთ კონდოგბია და ტორეირა არ ითვლებიან ძირითადის ხალხად
    წელს ლა ლიგას მოიგებენ ეგ გ/დ-ები დიდი ალბათობით
    პროსტა ლიგაზე ჯერ არ არიან მზად, ამ განწყობით, ცუდად დაიწყეს თქვენთან 0:4-ით
    ისევ ბარსამ უნდა მოიგოს ლიგა წელს, სხვა გზა არ ექნება და მერე იმედია დაგეწყებათ დაღმასვლა

    მანამდე მინდა, რომ სადმე რეალს გადაეყაროთ და მთელი ბრაზი ამოანთხიოთ

  • lesane C
    schedule 06 დეკ 2020, 19:20
    #3

    ბარსა რეალი მაინც მოვლენაა რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყვნენ გუნდები,ტაკ შტო ერთ ადგილს მიაჭიროს

  • Bendela
    schedule 06 დეკ 2020, 18:59
    #2

    Rame arasworad tkva? Egrea, barca realze kai sakurebeli torpedo dinamo gaxda

  • Andria
    schedule 06 დეკ 2020, 18:52
    #1

    ანუ კონკრეტულად ბარსა რეალზე კაი მარა ბუნდესლიგა ნაღდად არაა ლალიგის დონის