“ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენიდან ზუსტად 10 წელი გავიდა.
2010 წლის 6 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ “ოქროს ბურთის” ნომინანტთა სამეულში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ლიდერები, ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი მოხვდნენ. არგენტინელმა ვარსკვლავმა 2010 წელი, ინდივიდუალურ დონეზე, წარმოუდგენლად ჩაატარა, მოიგო პიჩიჩის ჯილდო, “ოქროს ბუცი” და ესპანეთის ჩემპიონატი ჩავისთან და ინიესტასთან ერთად, რომლებმაც ასევე ესპანეთის ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.
უესლი სნეიდერი, დიეგო ფორლანი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებიც “ოქროს ბურთის” მოგების სავარაუდო კანდიდატებად მიიჩნეოდნენ, სამეულს მიღმა დარჩნენ. რამდენიმე კვირაში, 2011 წლის 10 იანვარს, ციურიხში, “ოქროს ბურთის” მოსაგებად პეპ გვარდიოლას შეგირდები წარსდგნენ. ხმები ასე გადანაწილდა: 22.65%-ით გამარჯვებულად მესი გამოვლინდა, ინიესტას 17.36%, ხოლო ჩავის 16.48% ერგო.
ინიესტა და ხავი ის ორი ფეხბურთელია პუიოულთან ერთად რომლების დროსაც ძალიან მსიამოვნებდა ბარსელონას თამაშის ყურება თუნდაც წაეგოთ ასე სამარცხვინო დონეზე არ აგებდნენ და უმოტივაციო და უმოქმედო გუნდს მაინც არ ვუყურებდი.მომენატრა ის დრო როცა ბარსელონას ნებისმიერი მეტოქე უბურთოდ დარბოდა მოედანზე და ბურთს არ ანახებდა საერთოდ.
დამიბრუნეთ ეს ბარსელონა 😭😭😭