ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა, პედრო როდრიგესმა, ინტერვიუში ისაუბრა კლუბის მდგომარეობაზე. როდრიგესმა აღნიშნა, რომ პეპ გვარდიოლა დიდ ყურადღებას აქცევს ტაქტიკებს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
“ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ სათამაშო ტაქტიკებზე. ვალაგებთ პოზიციურ თამაშს. გვარდიოლა ამ ყველაფერს უდიდეს ყურადღებას უთმობს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ბურთი, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში, იმ წამსვე დავიწყოთ პრესინგი მეტოქეზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ მოწინააღმდეგე მაშინ უფრო იღლება, როცა ბურთი არ აქვს, ვიდრე ბურთის კონტროლისას”. დაასრულა პედრო როდრიგესმა.



