“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა ლეო მესიზე, კლუბში შექმნილ ფინანსურ კრიზისსა და ჩემპიონთა ლიგიდან “რეალის” შესაძლო გავარდნაზე ისაუბრა.
არ გამოვრიცხავ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას 600 ევრო გავუგზავნო და გადავიხადო მესის ჯარიმა, რომელიც მას მაისურის ჩვენებისთვის დაეკისრა. ამის მიზეზი არის ის უდიდესი სიყვარული, რომელიც მაკავშირებს ცალკე მარადონასა და ცალკე მესის მიმართ. ეს უსამართლობაა. მირჩევნია, ეს ჯარიმა მე გადავიხადო, ვიდრე “ბარსამ”.
მესი ისტორიაში საუკეთსეო ფეხბურთელია. მან დიდების არაერთი წუთი გვაჩუქა, მაგრამ “ბარსელონა” იგივე გუნდად დარჩა კუბალასა და რივალდოს წასვლის შემდეგაც. მესი არაამქვეყნიურია და მინდა, რომ ის “ბარსელონაში” იყოს.
კორონავირუსის გამო “ბარსამ” 300-400 მილიონი ევრო დაკარგა. შემოსავლები ყველას შეუმცირდა. “ბარსას” შეეძლო სიტუაციას უკეთ გამკლავებოდა, რადგან მე ვიცი იმ პროექტების შესახებ, რომლებიც კლუბს ჩინეთში აქვს და რომლებსაც ფული მოაქვს.
“რეალს” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელად ბოლო თამაშის მოგება ჭირდება. იმედი მაქვს, მადრიდელები გავარდებიან. რა მირჩევნია, მათი ლა ლიგიდან გავარდნა, თუ ევროპა ლიგაზე ხილვა? მე-2 დივიზიონში გავარდნა.
– ციტირებს გასპარის სიტყვებს El 10 del Barca.
ჟოან გასპარი “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტად ითვლება, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით მის პრეზიდენტობაზე. 2000 წელს, არჩევნების მოგებიდან მეორე დღეს გასპარს ლუიშ ფიგუ “რეალში” გაექცა. ამაზე ცუდ დასაწყისს ვერავინ მოიფიქრებდა.
მესი ისტორიაში საუკეთსეო ფეხბურთელია. მან დიდების არაერთი წუთი გვაჩუქა, მაგრამ "ბარსელონა" იგივე გუნდად დარჩა კუბალასა და რივალდოს წასვლის შემდეგაც. მესი არაამქვეყნიურია და მინდა, რომ ის "ბარსელონაში" იყოს.
სამწუხაროა, რომ ყველა ასე არ ფიქრობს. იმ ზოგიერთს ლეო რო რობოტი გონია, რომელიც აკუმულატორებზე მუშაობს და ერთი ღილაკი აქვს.(ჩართვა/გამორთვა)
რამდენი შეცდომა აქვთ დაშვებული რის გამოც მერე ჩვენ გულშემატკივარს გვინანია.
კრუიფმა უთხრა მაშინდელ პრეზიდენტს მოიუვანეთ ზიდანიო მაგრამ როჟებმა თავი მოაბეს.საბოლოო ჯამში ზიდანი ჯერ იუვეში წავიდა მერე რეალში.კრუიფმა ჯერ მაშინ შეამჩნია ზიდანი როცა ის საფრანგეთში თამაშობდა.
რამდენი რამე გავიხსენოთ.
მბაპეს მაგივრად დემბელეს.მოყვანა ეს საერთოდ ისეთი ფენომენია რომელიც გალაკტიკას ცდება.მიზეზმა საერთოდ დაგლიჯა.თურმე დემბელე უფრო ნიჭიწრი ყოფილა.ბარღომეუ შენი ოჯახი მოვ&ყან მე შე გამყიდველო ნაგავო.
ზიდანის არ მოყვანა ხომ მაგარი იაღლიშია და ზემოდან რონალდოს და ფიგუს დაკარგვა დაუმატე და ეგაა გამოვა მორიგი ქინძი პრეზიდენტი გრძელი ენით. ( ამ კაცმა გამიმწარა ბავშვობა)
ფეხბურთში ბევრი უაზრო წესია მაგრამ ორს გამოვყოფდი:ერთი რო მაისურის გახდაზე ყვითელი არ უნდა იყოს და მეორე:თამაშგარის ხაზი მხოლოდ ფეხზე უნდა გაივლოს