თავდაპირველად, ტრავმიანობის გამო, დაცვის ცენტრში ფეხბურთელების დეფიციტმა კატალონიელებისათვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველების შეძენა აუცილებელ მიზნად წარმოსახა.
რონალდ კუმანი იძულებული იყო, რომ მეორე გუნდიდან ერთ-ერთი მოთამაშე დაეწიანურებინა და დროებით კადრად გამოეყენებინა. ოსკარ მინგესას თამაშმა კი მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა.
ბოლო სამ შეხვედრაში მისი თამაშით ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი იმდენად მოიხიბლა, რომ, შესაძლოა, კლუბმა ზამთარში მცველის შეძენის საკითხი აღარც განიხილოს.
ოსკარის თერთმეტეულში მოხვედრის დღიდან “ბარსას” საკუთარ კარში გოლი არც ერთ შეხვედრაში მიუღია.




არაუხო, ლენგლე, მინგესა, უმტიტი – სრულიად საკმარისია ამ ეტაპზე + დე იონგს ან ფირპოს გაჭირვების შემთხვევაში შეუძლიათ თამაში
არაუხო თუ კარგად დაბრუნდა და უმტიტი ცოცხალი აღმოჩნდა იკვრება 4 კაცი მარა თუ უმტიტი გაყიდეს პიკე კაი ხანს ვერ დაბრუნდება, გვინდა მეოთხე კაცი. იჯარით მაინც დროებით ვინმე, ან გარსიას მიაწვნენ
რას ეს დადგა მშრალი სერია გრძელდება, მართალია ძალიან ძლიერი მეტოქეებიც არ იყვნენ, მაგრამ 3 მოგება და 11:0 ბურთები უკვე კარგი სტატისტიკაა
არაუხო დაბრუნდება და ცოტა მეტი არჩევანი ექნება კუმანს, არაუხო-მინგესას დუეტი მაინტერესებს, ბარსა ბ-დან დაწინაურებული ბიჭები უფრო კარგი სანახავია
მაგისი შანსი კი იქნება, რადგან ლენგლე უბარათოდ არ გაჩერდება
ვანდაიკის ნაირი არაუხოა დაიცადე დაბრუნდეს
ჩემი აზრით მაინც გვინდა ვინმე ვან დაიკისნაირი მცველი… და ერთი ჰალანდისნაირი გამტანი ფორვარდი…
ლენგლეს კარიერაზე რას ფიქრობთ?
არაუხო მინგესა ლენგლე და ტოდიბო დააბრუნონ სრულიად საკმარისია
უპამეკანოს მაინც ვერ მოიყვანდენ და სხვის მოყვანას ეს იყოს ჯობია