workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამმაგი მოგება 121-ე იუბილეზე

სამმაგი მოგება 121-ე იუბილეზე

121-ე იუბილე “ბარსელონამ” ნამდვილად წარმატებით აღნიშნა.

გუშინ “ბარსელონას” სამმა გუნდმა ითამაშა და სამივემ მოიგო. ფეხბურთის პირველმა გუნდმა “ოსასუნა” 4-0 გაანადგურა, ფუტზალის გუნდმა “მურსიას” სტუმრად 3-0 აჯობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოგების გემო გაიხსენა “ბარსა ბ-მაც”.

ჟოზეპ მარია ბართომეუს უცნაურ სატრანსფერო პოლიტიკას ზიანი მხოლოდ პირველი გუნდისთვის არ მიუყენებია. “ბარსა ბ-ს” მთავარ მწრთნელს, გარსია პიმიენტას სეზონის წინ ის ფეხბურთელები მიუყვანეს, რომლებიც მას არ უთხოვია. შედეგიც შესაბამისი იყო – საწყის ტურში გამარჯვების შემდეგ ზედიზედ 4 მოუგებელი თამაში და ამ 4 მატჩში გატანილი ერთადერთი გოლი.

გუშინ პიმიენტამ გადაწყვიტა აქცენტი “ლა მასიაზე” გაეკეთებინა და არა ბართმეუს მიერ ნაყიდ ფეხბურთელებზე. შედეგად, ახალგაზრდა კატალონიელებმა ლიდერთა შორის მყოფი “ლეიდა” 2-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები მორტიმერმა და კონრად დე ლა ფუენტემ გაიტანეს. ერთ ეპიზოდში კი ახალგაზრდა ამერიკელს შედევრამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

ბარსელონა ბ-ლეიდა 2-1

კონრად დე ლა ფუენტეს მომენტი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • GioKakiashvili
    schedule 30 ნოე 2020, 13:04
    #1

    კონრადი რა კლასნია ეგეც ძალიან კარგი ბიჭი გვეზრდება სისწრაფე ტექნიკა მშვენიერი აქვს მეკარე ახლა გახდა ბუფონი რა მაგარ გოლს იტანდა უნდა მიეცეს სათამაშო დრო როტაციის დროს❤️