იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “ვილიარეალის” თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის, აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ, განაცხადა, რომ მისი კლიენტი ოცნებობ “ბარსელონას” შემადგენლობაში თამაშზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
პასტორელომ აღნიშნა, რომ კატალონიელებს ოფიციალური შეთავაზება არ გაუგზავნიათ ფეხბურთელის შესაძენად.
“ჯუზეპე როსი ოცნებობს “ბარსელონაში” თამაშზე, თუმცა ჯერ ოფიციალურად არაფერი გაკეთებულა. არ იქნებოდა ურიგო, თუ “ბარსელონა” საბოლოოდ გაგვარკვევდა სიტუაციაში, სურს თუ არა ფეხბურთელის შეზენა. ვფიქრობ, იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს, საქმე მოგვარდება და იტალიელი კატალონიაში გაემგზავრება”. დაასრულა ფედერიკო პასტორელომ.