workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩის პრევიუ: “ლევანტე” – “ბარსელონა”

მატჩის პრევიუ: “ლევანტე” – “ბარსელონა”

“ბარსელონას” მორიგი მეტოქე ვალენსიური “ლევანტეა”, რომელიც კატალონიურ გრანდს დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე შეხვდება “სიუდად დე ვალენსიაზე”. გთავაზობთ მატჩს პრევიუს:

ლუის ენრიკეს გუნდს ტრავმის გამო აკლია რაფინია, ასევე მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადში მასიპი, დუგლასი, ვერმალენი, ადრიანო და სანდრო ვერ მოხვდნენ.

“ლევანტეს” კი კასადესუსი, ხოსე მარი, პედრო ლოპესი, ხუანფრანი და რუბენი ტრავმის გამო აკლია. თუმცა, ორი სასიხარულო ინფორმაციაა: გუნდს უბრუნდება დეივერსონი და ასევე “ლევანტემ” იჯარით აიყვანა ლუკას ორბანი. თქვენთვის უცხო არაა, მაგრამ მაინც: “ლევანტემ” ასევე დაიმატა ცოტა ხნის წინ ჯუზეპე როსი.

მწვრთნელების აზრით…

ლუის ენრიკე: “ლევანტემ” რამდენიმე მოთამაშე დაიმატა. ჩვენ გვინდა, რომ დავრჩეთ ლიდერებად.

ის, რომ გუნდმა 100 თამაშიდან ბევრი მოიგო, ეს იმის დამსახურებაა, რომ გუნდში საუკეთესო მოთამაშეები მყავს.”

რუბი: “კვირას მართლაც გამორჩეული დღეა,”ბარსელონა” შესანიშნავ ფორმაშა, მაგრამ ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ”.

გუნდების ფორმა

“ბარსელონა”, მართლაც შესანიშნავ ფორმაშა, მათ შესანიშნავი შანსი აქვთ წაუგებელი სერია 28 მატჩამდე გაზარდონ.

რუბის გუნდს კი ლა ლიგის ბოლო 10 მატჩიდან 7 წაგებული აქვს, თუმცა მათ ლა ლიგის ბოლო ორი საშიანო შეხვედრა მოიგეს.

ისტორია

“ბარსელონას” უკვე აღარ წაუგია “ლევანტესთან” გასვლაზე ბოლო 50 წელი. ბოლოს ეს 1964/65 წლების სეზონში მოხდა.

გარდა ამისა, “ბარსამ” “სიუდად დე ვალენსიაზე” ამ საუკუნეში ლა ლიგის ორი ტიტული იზეიმა: ერთი 2004-05 წლების, ხოლო მეორე – 2010/11 წლების სეზონში.

ტელევიზია

წინა სტატიაში მოგახსენეთ თუ რომელ არხებზე გადაიცემოდა ზემოთხსენებული დაპირისპირება. თუ თქვენ ეს ჯერ არ გინახიათ, ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ.

მე კი შეგახსენებთ, რომ საქართველოში მატჩის ლაივ ტრანსლაციას სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward