Sky Sports-თან ინტერვიუში ჯუზეპე როსი აცხადებს, რომ პეპ გვარდიოლას “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს იყო.
“ვილიარიალში” 2010/11 წლების სეზონი შესანიშნავად ჩავატარე. ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი, რამაც “ბლაუგრანას” ინტერესი მოიზიდა.
კონტრაქტის პირობები შეთანხმებული გვქონდა, თუმცა კლუბებს შორის პრობლემა ფინანსური კუთხით წარმოიშვა. “ვილიარეალს” სურდა, რომ ფიქსირებული თანხა ბონუსზე მეტი ყოფილიყო, კატალონიელები კი პირიქით ფიქრობდნენ. ამის შემდეგ “ბარსამ” მიზნები შეცვალა და აღარ გამოჩენილა”, – აცხადებს როსი.
იტალიელმა შემტევმა 2007-2012 წლებში ვალენსიური კლუბის მაისურით ლა ლიგაში 54 გოლის გატანა შეძლო.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფორვარდი იყო როსი,მარა ტრავმებმა გააწამა
არ ისეთი მაგარი იყავი რიგორც გგონია
ეს რაში სჭირდებოდა გვარდის ვერ ვხვდები.