workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი და ანსუ ფატი ყველაზე ძვირადღირებულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის

პედრი და ანსუ ფატი ყველაზე ძვირადღირებულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის

“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანსუ ფატი, 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის, ყველაზე ძვირადღირებულია.

ფატი, პედრი გონსალესთან ერთად, 2020/21 წლების სეზონში გამორჩეულია, რამაც მის სატრანსფერო ღირებულებაზეც იქონია ზეგავლენა.

Transfermarkt ანსუს 80 მილიონ ევროდ აფასებს. მეორე ადგილს “რენის” ფრანგი ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა იკავებს – 50 მილიონი ევრო. სამეულს კი პედრი გონსალესი ასრულებს – 30 მილიონი ევრო (აპრილში 7.2 მილიონად ფასდებოდა). ასევე, 30 მილიონ ევროდაა შეფასებული ჯოვანი რეინა, რომელიც “დორტმუნდის” რიგებში ირიცხება.

აღსანიშნავია, რომ, ამავდროულად, ფატი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward