“ბარსელონას” დროებითმა მმართველმა კარლეს ტუსკეტსმა დიეგო მარადონას ხსოვნისადმი პატივის მიგებაზე ისაუბრა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას დიეგო მარადონასთვის პატივის წუთიერი დუმილით მიგების თხოვნით მივმართეთ.
ვინაიდან კლუბის წარმომადგენლებს არგენტინაში გამგზავრების შესაძლებლობა არ გვაქვს, დაკრძალვაზე ჩვენი წარმომადგენელი ხავიერ მასკერანო იქნება.
– ციტირებს ტუსკეტსის სიტყვებს COPE.
დიეგო მარადონა გუშინ გარდაიცვალა.