მოგესალმებით “კულეებო”. მსურს შემოგთავაზოთ სტატია “ბარსელონას” ყოფილ ათიანზე, რომელმაც “ბარსა” უმაღლეს მწვერვალებზე ატარა. ეს პიროვნება არის რონალდო დე ასის მორეირა “რონალდინიო”. გაუჩო დაუვიწყარი პიროვნებაა ყველა “ბარსასა” თუ სხვა გუნდის გულშემატკივრისთვის. მისი თამაშის ყურება სიამოვნებაზე ბევრად მეტი იყო, რადგანაც იგი ყოველ თამაშში აკეთებდა “ჯადოქრობებს”. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არის დაწერილი მასზე, მსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ყველა გოლი “ბარსელონაში”. აქ ერთ მომხმარებელს ეწერა: “მესი და რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, იმ შემთხვევაში, თუ რონალდინიოს ჯადოქარს ვუწოდებთ”. ალბათ ბევრისთვის ძნელია ამას არ დაეთანხმოს, მოკლედ იხილეთ მისი გოლები…



