ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა: ”ჩვენ საუკეთესო გუნდი დავტოვეთ”

ლაპორტა: ”ჩვენ საუკეთესო გუნდი დავტოვეთ”

”ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მის შემცვლელზე ისაუბრა.

”Europa Press”-სთან საუბრისას ლაპორტამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მის მუშაობას შედეგი მოყვება: ”კლუბი და გუნდი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეებს დავუტოვეთ ”ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესოა. ახლა ვუყურებთ კურსის გაგრძელებას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ვხედავთ, მაგრამ მათ სცადეს ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ ჩვენ არასწორები ვიყავით”.

”Democràcia Catalana”-ს ლიდერი კმაყოფილია კლუბის კურსით: ”მათ მემკვიდრეობით მიიღეს კლუბი, რომელიც ოპტიმალურად მუშაობდა და ამჟამადაც ასეთი რჩება. ნაცვლად იმისა, რომ დაეფასებინათ ჩვენი შრომა სცადეს მისი გაუფასურება. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან რეალურმა ფაქტებმა დაადასტურეს, რომ ჩვენ სუფთა სინდისით ვმუშაობდით”.

”Qatar Fundation”-ის კრიტიკა

ამავდროულად ლაპორტა საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა კატარულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რის საშუალებით კლუბი 5 წელში 165 მილიონ ევროს მიიღებს: ”ჩვენ დავტოვეთ საუკეთესო ”ბარსა”, იმავდორულად კატალონიური და კოსმოპოლიტიური.. თუმცა შეიძლება ახლა ეს სასაუბრო თემა არ არის. ხელშეკრულება ”unicef”-თან ჩემი გადაწყვეტილება იყო. ამავდროულად მე პატივს ვცემ ამჟამინდელი ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას და არ მსურს ადრეული შეფასება გავაკეთო. წლები, რომელიც გუნდმა ”unicef”-ის წარწერით გაატარა კლუბი შეუფასებელი გახადა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში