Barcamania.ge-ზე ვიქტორინა და მაისურის გათამაშება გრძელდება. დღეს შემოგთავაზებთ ნოემბრის თვის ვიქტორინის ბოლო, მე-4 ტურის კითხვებსა და მე-3 ტურის პასუხებს.
მე-4 ტურის კითხვები
- რომელ ქვეყანაში დაიბადა სამუელ უმტიტი? – 4 ქულა
- რომელი გუნდი იყო “ბარსელონას” მეტოქე 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მატჩში? – 8 ქულა
- “ბარსელონას” რომელი ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან იმ “კლასიკოში”, რომელშიც ლეო მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა? – 12 ქულა
- რომელ წელს ითამაშა ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა “კამპ ნოუზე” ბოლოს? – 16 ქულა
- რომელი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა ხავიერ მასკერანომ პირველად დაცვის ცენტრში? – 20 ქულა
- რამდენი “ოქროს ბუცი” აქვს მოგებული ლიონელ მესის? – 6
- რამდენჯერ აქვს “ბარსელონას” ქალთა გუნდს მოგებული ჩემპიონთა ლიგა? – 0
- ვინ იყო “ბარსელონას” პირველი არაევროპელი მწვრთნელი? – ენრიკე ფერნანდესი
- რამდენჯერ იყო ჰანს გამპერი “ბარსელონას” პრეზიდენტი? – 5
- რომელ წელს დაერქვა “ბარსელონას” სტადიონს “კამპ ნოუ” ოფიციალურად? – 2000
მიუხედავად იმისა, რომ გახსნის დღიდან “ბარსელონას” სტადიონს “კამპ ნოუს” ეძახდნენ, ოფიციალურად მას Estadi del FC Barcelona ეწოდებოდა. სტადიონის ოფიციალური სახელწოდება 2000 წელს შეიცვალა. დეტალური ინფორმაცია “კამპ ნოუზე”.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორინაში დასმულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მოძიება ჩვენს საიტზე შეგიძლიათ.
ვიქტორინის წესები
- თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
- გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
- მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
- პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს “ვიქტორინის პასუხები”, ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
- მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
- გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
- ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
- იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
- კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
- გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
- გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

არა
აუ, მეორედ არ შეიძლება პასუხების გამოგზავნა ხო?