workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უყვარს ვითომ “ბარსას” გრიზმანი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარდა? – “ატლეტიკოს” პრეზიდენტი

უყვარს ვითომ “ბარსას” გრიზმანი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარდა? – “ატლეტიკოს” პრეზიდენტი

“ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, El Larguros-სთან ინტერვიუში მისი კლუბის ყოფილ ვარსკვლავზე ისაუბრა:

“როდესაც ანტუანმა დაგვტოვა, გულით ვუსურვე, რომ “ბარსაშიც” ისე მოქცეოდნენ, როგორც ჩვენ ვეპყრობოდით. ახლა როგორი სიტუაციაა არ ვიცი. გრიზმანი კატალონიელებს ძალიან რთულ პერიოდში შეუერთდა.”
“მისი შესაძლო დაბრუნება? ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ერთადერთი რაც ახლა ვიცი, არის ის, რომ ლუის სუარესი და მისი რამდენიმე თანაგუნდელი დღეს “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.”

ფრანგი “ბლაუგრანაში” თამაშის პერიოდში დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, გარდა უღიმღამო თამაშისა, მის მიმართ ინტერესმა ბოლო პერიოდში ლიონელ მესისთან დაძაბული ურთიერთობის გამო იმატა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 21 ნოე 2020, 23:39

    რას ამბობ კაცო შენ ფანებს გვკითხე როგორ გვიყვარს განსაკუთრებით საოცარი გამაზვების მერე 😀

  • Clever liar
    schedule 21 ნოე 2020, 23:21

    მესმის მწვრთნელი იყოს მეველე, მენახირე, მეარღნე და ვერ მოარგოს ფეხბურთელს საუკეთესო როლი მის სათამაშო სქემაში ან იყოს იმდენად ცუდი ტაქტიკოსი რო არ გამოსდიოდეს გუნდს გუნდური თამაში, მარა შენ რო გრიზმანი ხარ, ცოტა შენითაც ხო უნდა გაარყიო ტვინი და გააკეთო მოედანზე ის რაც იცი, რასაც ხედავ რო გამოგივა, შეიწიო სიღრმეში, უკარნახო პარტნიორს რამე, ჯოისტიკზე დაერთებულივით რო დასირაობს მთელი თამაში, მაგარი მეზარება ამის დანახვა უკვე ძირითადში კიარა სათადარიგოზეც უკვე რა.

  • M10 S9 D11
    schedule 21 ნოე 2020, 23:00

    ეს როგორ იღებს ხმას გრიზმანზე ეს არ იყო რო შეამკო ატლეტიკოდან წასვლის მერე?