ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ბრიტანულ პრესასთან განაცხადა, რომ ნებისმიერი გზით შეინარჩუნებს სესკ ფაბრეგასს ამ ზაფხულს. ფრანგი კატალონიურ გრანდს შეპირდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ზაფხულს თავს არ დაანებებდნენ “მეთოფეთა” კაპიტანს, საერთოდ დაკარგავდნენ მისი დაბრუნების შანსს.
“The Sun”–თან ინტერვიუში ვენგერმა განაცხადა: “ამასთან დაკავშირებით სრულ სიმართლეს განვაცხადებ. ფაბრეგასის გარეშე “არსენალი” ვერ წარმომიდგენია და ის კიდევ დიდხანს დარჩება ლონდონში. ინფორმაციები მის ტრანსფერთან დაკავშირებით არის ჭორები”.
“უეფას” ახალი კანონების გათავალისწინებით, რომელიც მომავალის ეზონიდან შევა ძალაში, ვენგერმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულის ტრანსფერები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება: “შემდეგი წლიდან უკვე იმოქმედებს “ფეარ პლეის” სისტემა, რომელიც შეზღუდავს ტრანსფერის ფასის ოდენობას. ვფიქრობ, რომ ეს ზაფხული იქნება ცხელი, ძალიან ცხელი”. (“უეფას” ახალი კანონის თანახმად, კლუბს არ აქვს უფლება გადაიხადოს ფეხბურთელში იმ თანხაზე მეტი, ვიდრე გუნდი გამოიმუშავებს)
ასე და ამგვარად, ფრანგი მწვრთნელი არ აპირებს ფრანსესკ ფაბრეგასის დათმობას “ბარსელონასთვის”. როგორც იცით, ესპანელი ფეხბურთელი რამდეიმე დღის წინ კატალონიაში იმყოფებოდა, მაგრამ როგორც გამოცემები იუწყებიან, იგი მხოლოდ ოჯახსა და ნათესავებს შეხვდა და არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია კატალონიური კლუბის მესვეურებთან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემდეგ ზაფხულს ორმაგად უფრო ძნელი იქნება “მეთოფეთა” კაპიტნის გადმობირება, რადგანაც “ფეარ პლეის” სისტემა შეზღუდავს მაღალი ფასის მქონე ტრანსფერებს. ვენგერმა ასევე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სახელები, რომლებიც სესკ ფაბრეგასივით დარჩებიან ლონდონში, ესენი არიან: სამირ ნასრი, გაელ კლიში და რობინ ვან პერსი.