“ნაპოლის” 25 წლის თავდამსხმელი, ირვინგ ლოსანო აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს.
“ბარსა” ძალიან მომწონს – იქ თამაში ჩემი ოცნებაა. არასდროს იცი, მომავალში რა მოხდება.
“ნაპოლიში” დიდი ნდობა არ მაქვს. იტალიური ფეხბურთი მხიბლავს, რადგან ერედივიზონში ასპარეზობის შემდეგ, მსურდა, უფრო კონკურენტუნარიან ჩემპიონატში მეთამაშა.
მიუხედავად ყველაფრისა, როგორც აღვნიშნე, “ბლაუგრანა” მომწონს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი კლუბი ვიპოვო, რომელიც კარგად მომერგება”, – განაცხადა მექსიკელმა Azteca TV-სთან საუბარში.
ლოსანოს სერია A მიმდინარე სეზონის 9 მატჩში 4 გოლი დაუგროოვდა. ირვინგი მანამდე პსვ-ში ირიცხებოდა – ეინდჰოვენელთა რიგებში მან 79 შეხვედრაში 40 ბურთი მიითვალა.
M10 S9 D11,
Ოცნება ჩემი ბარსელონაში თამაშიო, რა თქვა ამ კაცმა ისეთი რომ ლანძღვის ღირსი იყოს.
ნაპოლი, რომ არ გენდობა ეს შენს დონეზე მეტყველებს. ისევ ოცნებას მიაწექი, მაგრამ არა ქართულს.
არაა ცუდი ფეხბურთელი მაგრამ ახლა არ გვჭირდება არაფერში
არც ახლა და არც მერე არ გვჭირდება ეს
M10 S9 D11,
არაა ცუდი ფეხბურთელი მაგრამ ახლა არ გვჭირდება არაფერში
აბა ეხლა აუდე აქედან ლოზანო არა ლეღვი