workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გადაბარგდა ხავიერ მასკერანო “ბარსელონაში”

როგორ გადაბარგდა ხავიერ მასკერანო “ბარსელონაში”

ხავიერ მასკერრანო, რომელმაც ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ჟუნალისტებთან იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც “ბარსელონას” რიგებს შეუერთდა.

“2009 წელს “ბლაუგრანა” ჩემს აგენტს ესაუბრებოდა. კლუბთან რამდენიმე შეხვედრაც შედგა, თუმცა “ლივერპულს” ჩემი გაყიდვა არ სურდა.

იმის გამო, რომ მაშინ ალონსოც წავიდა, რაფა ბენიტესს არ სურდა, რომ ორივე ერთ ზაფხულს დავეკარგეთ. ამის შემდეგ აღარ მიფიქრია, რომ შანსი კვლავ მომეცემოდა. ასეთი დიდი კლუბი არმეგონა, მეორედაც თუ მომაკითხავდა.

2010 წელს რაფა პოსტიდან მოხსნეს და მან “ინტერი” გადაიბარა. დამირეკა და მითხრა, რომ სურდა, იტალიურ კლუბში გადავსულიყავი. ინგლისში იქამდე 4 წელი გავატარე და ვფიქრობდი, რომ ცვლილებები მჭირდებოდა, მჭირდებოდა ხალხი, ვისთან ერთადაც ტიტულებს მოვიგებდი.

მსოფლიო ჩემპიონატისას “ინტერთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი… სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 15 დღე რჩებოდა, ჩვენ კი შეთანხმებამდე ბევრი გვაკლდა. 

10 დღით ადრე “ბარსა” ისევ გამოჩნდა… ვფიქრობ, მათი ინტერესი “სევილიასთან” ესპანეთის სუპერ თასზე მარცხმა გააღრმავა. მატჩის შემდეგ მალე დამიკავშირდნენ და ბოლო მომენტში შემიძინეს.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. თუმცა, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ “ინტერმა” არ გამიფორმა, რადგან, სხვაგვარად, კატალონიაში გატარებულ ტკბილ წლებს დავკარგავდი”.

მასკერანომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 8 სეზონი გაატარა, რა პერიოდშიც მონაწილეობა 334 მატჩში მიიღო, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward