”ბარსელონა ბ”-ს თავდამსხმელმა, ჯონათან სორიანომ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ”sport.es”-ის ჟურნალისტს, სადაც ისაუბრა თავისი ცხოვრების და კარიერის შესახებ. სეგუდა დივიზიონის ბომბარდირს მიმდინარე ზაფხულს ბევრი შეთავაზება ექნება. მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი კლუბთან მომავალ ზაფხულს იწურება მოვიდა დრო, რომ ის დაემშვიდობოს კლუბს და გახდეს ნამდვილი ფეხბურთელი, ერთ-ერთი საუკეთესო.
– სეზონი თქვენ პოდიუმზე დაასრულეთ, გახდით საუკეთესო ბომბარდირი. როგორ შეძელით ეს?
– გასულ სეზონში ყველაფერი კარგად აეწყო. რადგან ეს ჩვენი პირველი სეზონი იყო სეგუნდაში ბევრი ფიქრობდა, რომ გამოუცდელები და ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის. პირად დონეზე დავამტკიცე, რომ ”ბარსას” სტილში თამაში შემიძლია და გავხდი საუკეთესო ბომბარდირი. ეს ყველა თავდამსხმელითვის მნიშვნელოვანია.
– რატომ?
– რადგან ეს ასეა. გავხდი საუკეთესო ბომბარდირი იმ დივიზიონში, სადაც ვთამაშობ. ამას გარდა გავიტანე 32 გოლი. და კიდევ ერთი, ეს ყველაფერი გავაკეთე კლუბთან ერთად, რომელიც მიყვარს.
– მაგრამ თქვენი გუნდი პრიმერაში ვერ ითამაშებს…
– ჩვენ სხვა მოტივაციები უნდა ვეძებოთ. ერთ-ერთი მათგანი გოლების გატანაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით პრიმერაში ვერ ვითამაშებთ. მთავარია ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია კარგად თამაში და გვსურს მოგება.
– კონტრაქტი კლუბთან კიდევ ერთი წლით გაკავშირებთ. დარჩებით თუ წასვლის დრო მოვიდა?
– ახლა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. პირველ გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია, რადგან მათ ბწრყინვალე შემადგენობა ჰყავთ. ახლა რაც მსურს 1-2 კვირით დასვენებაა და ყველაფერში ჩემი აგენტი გაერკვეს. თავიდან საჭიროა გაგება, თუ რომელი კლუბები ინტერესდებიან ჩემით. შემდეგ სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.
– ნუთუ სეგუნდა დივიზიონის პიჩიჩი არ იმსახურებს მეორე შანს პირველ გუნდში?
– ამისთვის არის მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. არაერთხელ მითქვამს, რომ ყოველთვის მადლობელი ვიქნები შანსით, რომელიც მომცეს. ვიცი, რომ პირველ გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია, ეს ხომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია საუკეთესო თავდამსხმელებით.
– თქვენ ხომ გსურთ პირველ გუნდში თამაში?
– მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ საუკეთესოები ხვდებიან ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მათთან ერთად წინასასეზონო მომზადებას გავივლი. ”ბარსაში” თამაში ჩემი ოცნებაა, მე ძალიან მიყვარს ეს კლუბი არამხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი გოლი გააქვს ან იმიტომ, რომ ბევრ ტიტულებს იგებს. პირველ რიგში ის მიყვარს იმიტომ, რომ ფეხბურთელი ვარ და იქ თამაში მსურს, მაგრამ ეს თუ შეუძლებელია იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია.
– მალე შეეგუეთ სათამაშო სტილს?
– თავდაპირველად ეს რთული იყო, რადგან ძალიან განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდში ვასპარეზობდი, მაგრამ როცა რეგულარული პრაქტიკა გაქვს თამაშში ჩართვა ადვილია.
– ახალი სტილი მოგეწონათ?
– რა თქმა უნდა. პირველი გუნდის თამაშზე ყურება ძალიან სასიამოვნოა. სიამოვნებას მე ”ბარსა ატლეტიკში” თამაშითაც ვიღებ. ჩვენ ძალიან ეფექტურად ვითამაშეთ მთელი სეზონი.
– ეს ლუის ენრიკეს დამსახურებაა?
– ის იდეალურად მოერგო ჩვენს გუნდს. თუკი გაქვს სურვილი წინსვლის, პროგრესის, მაგრამ რაღაც არ გამოგდის ის ყოველთვის მოგცემს თავდაჯერებულობას და საჭირო ემოციებს აღძრავს შენში.
– მასთან ერთად ”რომაში” წახვალთ?
– ამ თემაზე მას ჩემთან არ უსაუბრია.
– დარჩებით ”ბარსა ბ”-ში თუ ამას ახალი მწვრთნელი გთხოვთ?
– მასთან ამის შესახებ ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ.
– ახლა ხომ შესანიშნავი დროა ნახტომის გასაკეთებლად…
– დიახ, ეს მე მაფიქრებს. დრო, რომელიც სარეზერვო გუნდში გავატარე შესანიშნავი იყო. ახლა არ უნდა ვიჩქარო. კლუბთან მაქვს კონტრაქტი და ჩვენ შევეცდებით მოვიძიოთ საუკეთესო ვარიანტი კლუბისთვის და ჩემთვის.
– თქვენ ამ გუნდის მომავალს ხედავთ?
– დიახ, რა თქმა უნდა. ბარტა, რობერტო, მუნიესა – ეს ის ფეხბურთელებია, რომლებსაც ძალიან შორს წასვლა შეუძლიათ, თუკი ისინი საკუთარ თავს არ დაკარგავენ. შეიძლება ეს ძალიან მალე არ მოხდეს, რადგან ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ ყველა მათგანი საკუთარ თავში დარწმუნებულია.
– თქვენ ”ესპანიოლის” მომავალ ვარსკვლავს გიწოდებდნენ, მაგრამ ეს კარგი არაფრით დასრულდა. ასეთი ყურადღება ფეხბურთელზე მოქმედებს?
– დიახ, მოქმედებს რადგან პრესა, კლუბი, ყველა შენს გარშემო საუბრობს იმაზე, რომ ვარსკვლავი ხარ, ყველაფერი შეგიძლია, შენ იქნები საუკეთესო ფორვარდი, გიწოდებენ ახალ ტამუდოს. ეს ძალიან დიდი ზეწოლაა, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია. როცა 17-18 წლის ხარ ეს ყველაფერი ძალიან კარგია…
– ახალგაზრდა ფეხბურთელებს რას ურჩევდით?
– ჩემი გამოცდილებით ვეტყვი, რომ შეინარჩუნონ თვითწრმენა და შეძლონ საკუთარი თავსი ჩვენება როგორც სარეზერვო, ასევე პირველ გუნდში. მე ვცდილობ თანაგუნდელებს დავეხმარო, მაგრამ მათი მამა არ ვარ.
– თქვენ გსურთ, რომ რომელიმე მათგანმა თამაში აქ გააგრძელოს?
– ნოლიტომ. ჩვენ მხარდამხარ გავიარეთ ეს სეზონი და ძალიან ახლო მეგობრები გავხდით. ის ძალიან ბევრ საგოლე გადაცემას მაძლევდა.
– ”ბენფიკაში” მასთან ერთად წახვიდოდით?
– (იცინის) მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი წავიდოდი.
– რას იტყვით გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე?
– სერხი რობერტო მაოცებს როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. ის ძალიან უბრალოა. როცა ტიაგოს ხედავ მაშინვე გინდება უთხრა: ”რა კარგია! მაგარი შოუ დადგი!”. სერხის შემთხვევაში სხვაგვარადაა. ის იმავეს აკეთებს, მაგრამ არ უყვარს შექება. მისი თამაშის სტილი ძალიან გავს ზიდანის სტილს. ძალიან ელეგანტური ფეხბურთელია.
– ახლა დადგა დრო, რომ ნაბიჯი წინ გადადგათ?
– მე უნდა მოვძებნო გუნდი მსგავსი სათამაშო სტილით. ეს რთულია, მაგრამ დროს დავხარჯავ სხვადასხვა კლუბების შემოთავაზებების გასარჩევად.
– ”ბარსა ბ” მოგენატრებათ?
– ძალიან, ძალიან. აქ მე ბევრი რამ გადამხდა თავს.



