workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამდენად მომგებიანია მემფის დეპაის იანვარში შეძენა? | დადებითი და უარყოფითი მხარეები

რამდენად მომგებიანია მემფის დეპაის იანვარში შეძენა? | დადებითი და უარყოფითი მხარეები

რამდენიმე საინფორმაციო წყაროს, მათ შორის Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” მემფის დეაპის შეძენას იანვარში შეეცდება. ჩვენ ამ შესაძლო ტრანსფერის დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ.

დადებითი მხარეები

1. გოლეადორის საჭიროება

ანსუ ფატიმ ოპერაცია ჩაიტარა და ის 4 თვეს გამოტოვებს. 18 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში გუნდის ბომბარდირია. ფატის მსგავსად, მემფის დეპაისაც 5 გოლი აქვს გატანილი და როგორც ბოლო შეხვედრებმა აჩვენა, “ბარსას” ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, რომელსაც საგოლე შანსების გამოყენება შეუძლია.

2. უნივერსალურობა

ნიდერლანდელს ცენტრალური თავდამსხმელის გარდა, თამაში ასევე შემტევ ნახევარმცველად, და ორივე ფლანგის გარემარბად შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ “ბლაუგრანა” ზაფხულში დეპაის გარდა სხვა “ცხრიანის” ყიდვას გადაწყვეტს, მემფისისთვის პოზიციის შეცვლა პრობლემა არ იქნება.

უარყოფითი მხარეები

1. “ბლაუგრანას” სათამაშო ფილოსოფიისგან განსხვავებული სტილი

ამჟამად “ბარსას” ჭეშმარიტი “ცხრიანი” სჭირდება. 26 წლის ფეხბურთელი კი თამაშის სტილით უფრო მეტად ანტუან გრიზმანს ჰგავს და არა ლუის სუარესს, რომლის ჩანაცვლებაც კლუბისათვის მთავარი მიზანია.

2. ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება

მემფის დეპაი იმდენად დიდი ფეხბურთელი არ არის, რომ მისმა დამატებამ “ბარსას” საჩემპიონთალიგო შანსები გაუზარდოს. იგი უფრო მეტად სეზონის გამოსწორებისა და გადარჩენისთვის არის საჭირო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით რამდენად ადეკვატურად შეგვიძლია მივიჩნიოთ მის ნაცვლად იანვარში თანხის გადახდა, მაშინ როდესაც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ისედაც ხდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Johan
    schedule 19 ნოე 2020, 18:15
    #5

    პავლოვიჩი56,

    ციტატა: პავლოვიჩი56
    დეპაი საერთოდ არა, საჭირო დონე-კლასი არ აქვს. კუილა(კუმანი) გასაგდებია.


    დეპაის თამაშებს უყურებდით წელს? Გუნდშიც მაღალი დონის ფორვარდია, ნაკრებშიც ძალიან პროდუქტიულია.

  • პავლოვიჩი56
    schedule 18 ნოე 2020, 09:35
    #4

    დეპაი საერთოდ არა, საჭირო დონე-კლასი არ აქვს. კუილა(კუმანი) გასაგდებია.

  • Don_Andresito
    schedule 18 ნოე 2020, 03:12
    #3

    ეს მეტ ვარიაციას მისცემს კუმანს და მეტოქისთვისაც რთულად გამოსაცნობი გავხდებით მარა ვერ ვიტყვი რო რამეს მოგვცემს. ხასიათი აქვს ისეთი რო წინასწარ განწიურლია. ამისი მაქსიმუმი არის ლიონი, სევილია აიაქსი და ეგეთი გუნდები, გრანდში არაფერი ესაქმება. 9 ნი თუ გვინდა კიდე აგერ დარვინ ნინუესი, სასწაული იყო ალმერიაში, ნაკრებშიც უკვე კარგია და მოიყვანონ, ურუგვაელი ვოლკია ეგ ბიჭი, სუარესზე ნაკლებ კარიერას არ დადებს მგონი. დეპაი კიდე მოვიდეს თუ უფასოდ ან იაფად მოვა. თუ რამეა გავყიდით მერე

  • davidus2020
    schedule 18 ნოე 2020, 00:42
    #2

    რაში გვჭირდება დეპაის ვერ ვხდები? ჩვენ გვჭირდება სუფთა ცხრიანი!!თან ძალიან მოუკლო ამ ბოლოს,მე რამდენ თამაშსაც არ უყურე ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია

  • AF10
    schedule 17 ნოე 2020, 23:16
    #1

    უეჭველი გვინდა რა