workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგამ “ბარსელონას” საქმე გაურთულა – “ბლაუგრანას” ხელფასების შემცირება აუცილებლად მოუწევს

ლა ლიგამ “ბარსელონას” საქმე გაურთულა – “ბლაუგრანას” ხელფასების შემცირება აუცილებლად მოუწევს

ცოტა ხნის წინ ლა ლიგამ კლუბებისთვის ხელფასებზე დაწესებული შეზღუდვები განაახლა და გაირკვა, რომ “ბარსელონა” ვალდებულია ფეხბურთელების ანაზღაურება შეამციროს.

აქამდე არსებული რეგულაციებით, “ბარსელონას” უფლება ჰქონდა ხელფასებში წლიურად 671 მილიონი ევრო დაეხარჯა. მე-2 ადგილზე “რეალი” იყო 641 მილიონით. განახლებული შეზღუდვით კი, “რეალს” ხელფასებში წელიწადში 468 მილიონის დახარჯვის უფლება მისცეს, ხოლო “ბარსელონას” – 382 მილიონის. ეს კორონავირუსითაა განპირობებული – პანდემიის გამო შემოსავლები ყველაზე მეტად “ბარსელონას” შეუმცირდა.

გასულ სეზონში “ბარსელონას” წლიური სახელფასო ბიუჯეტი 469 მილიონი ევრო იყო, აქედან 391 მილიონი პირველი გუნდის ფეხბურთელებზე მოდიოდა. მას შემდეგ გუნდი რაფინიამ, არტურმა, რაკიტიჩმა, ვიდალმა, სემედუმ და სუარესმა დატოვეს, მაგრამ ხარჯებს კოუტინიოს, პედრის, ტრინკაუს, მატეუს ფერნანდესის, პიანიჩისა და დესტის ხელფასები დაემატა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 17 ნოე 2020, 19:29
    #4

    ვისაც არ უნდა შემცირება, კარი მარჯვნივ.

  • Don_Andresito
    schedule 17 ნოე 2020, 18:33
    #3

    M10 S9 D11,
    არ შეიმცირებენ და მოუწევთ ახალი გუნდების ძებნა გუნდი თუ გაკოტრდა. მერე უნიჭო რობერტოებს, ბებერ პიკე ბუსკეცებს და უარგის გრიზმან-დემბელეებს ვინღა დაუნიშნავთ 15-20 მილიონებს, მაქსიმუმ სევილიას და ბეტისის დონის გუნდებმა წაიყვანონ და მისცეს 3-3 მილიონიანი ხელფასები. ამიტო ჯობს ახლა შეიმცირონ და კლუბის ისტორიაში ისედაც სამარცხვინო სახელი კიდევ უფრო არ შეირცხვინონ. თუ არ შეიმცირებენ და წასვლა უნდათ იანვარშივე წავიდნენ.

  • ROUCH
    schedule 17 ნოე 2020, 15:34
    #2

    მესი გაყიდეთ ამ ზაფხულს მაინც მიდის და მაგას იმდენი აქ დაკისრებულ ზღვარსაც დაცდებით მაინც ვერაფერს მოიგებთ და აზრი იმის რო ეგ გუნდში იყოს ზაფხულამდე

  • M10 S9 D11
    schedule 17 ნოე 2020, 15:29
    #1

    შეიმცირონ ამათმაც რა გაახურეს