workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ მასკერანომ კარიერა დაასრულა

ხავიერ მასკერანომ კარიერა დაასრულა

“ბარსელონას” არგენტინელმა ლეგენდამ, ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მასკერანო “ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის “ბლაუგრანაში” 2010 წელს, “ლივერპულიდან” გადმოვიდა და თავიდან გუნდში მნიშვნელოვანი როლი ნამდვილად არ ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ არგენტინენელს ადგილი დაცვის ცენტრში მიუჩინა, ის “ბარსელონას” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახდა. მასკერანოს არასდროს აკლდა ის, რაც ბოლოდროინდელ “ბარსელონაში” დიდი პრობლემაა – მოტივაცია, თავდადება, კონცენტრირება.

ხავიერ მასკერანომ კატალონიაში 2018 წლის იანვრამდე თამაშობდა, რის შემდეგაც ჩინურ “ჰებე ჩაინა ფორჩუნს”, 2019 წელს კი “ესტუდიანტესს” მიაშურა. სწორედ არგენტინულ გუნდში დაასრულა ლეგენდამ კარიერა.

მასკეს “ბარსელონაში” 334 თამაში და 1 გოლი, ხოლო არგენტინის ნაკრებში 147 თამაში და 3 გოლი დაუგროვდა.

კარიერაში მოგებული 23 ტიტულიდან 19 “ბარსელონაზე” მოდის. ხავიერს 2-ჯერ აქვს მოგებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ის ამ შედეგის მქონე ერთადერთი ცოცხალი ფეხბურთელი და ისტორიაში მე-2 არგენტინელი სპორტსმენია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • katalomia
    schedule 16 ნოე 2020, 12:50
    #5

    ხავიზეზე მეტად მასკე დაალაგებს ბარსას.

  • M10 S9 D11
    schedule 16 ნოე 2020, 11:06
    #4

    ბებერი ლომი ნეტა ეხლა გვყავდეს დაცვაში ლენგლეს არ ააყენებდა სკამიდან

  • Iniesta. And messi
    schedule 16 ნოე 2020, 11:01
    #3

    განახლებულ ბარსმანიაში მასკე რომ არ არის ლეგენდების სიაში ცოტა არ იყოს ტეხავს ამიტომაც საიტის უფროსობას მოუწოდებ ამ საქმის აღსრულებას. კიდევ ვიმეორებ ლეგენდას კი ვეძახით მაგრამ არის მასკე ბარსმანიის საიტის ლეგენდების სიაში? პასუხი სამწუხაროდ არა არადა ის ლეგენდაა.

  • Ansu Fati 22
    schedule 16 ნოე 2020, 10:09
    #2

    ბარსას ლეგენდა ხარ მასკე, წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე. barca-1 <3

  • C.PC5
    schedule 16 ნოე 2020, 10:04
    #1

    მასკემ უდიდესი წვლილი შეიტანა 2015 წელს ტრებლის მოგებაში. პუიოლის წასვლის შემდეგ ეს კაცი იყო დაცვის ნამდვილი ლიდერი. ძაან ჟილკიანი და მიმწოლი კაცი იყო და ძაან დიდ ძალას მატებდა გუნდს. ნამდვილი ლეგენდაა ❤️