იოს ბოგერსი – ჰოლანდიელი სპეციალისტი, რომელიც ფრენკი დე იონგს მშობლიურ “ვილემ II”-ში წვრთნიდა, “ბარსელონას” ნახევარმცველზე Cadena Ser-თან საუბრობს.
“მიკვირს, რომ დე იონგი თავს წნეხის ქვეშ გრძნობს ისეთი პოტენციალის მქონე გუნდში, როგორიც “ბარსელონაა”. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რაც ნამდვილად გასაკვირია.
ფრენკის მოედანზე სიმორცხვე შევატყვე, რაც აქამდე არასდროს ახასიათებდა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული უნარი ისაა, რომ ნებისმიერ პირობებში ერთნაირად თამაში შეუძლია”. – აცხადებს ბოგერსი.