ფრენკი დე იონგი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მონდომებული ჩანს. ნიდერლანდელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რასაც მისი ყოფილი მწვრთნელი, ჯოს ბოჯერსი აფასებს.
ჯოსთან ერთად ფრენკი “ვილემ II-ში” თამაშისას მუშაობდა.
“დე იონგი დაცვით ფუნქციებს ბავშვობაშიც ვერ ითვისებდა. მას კარგად ვიცნობ და ვხედავ, რომ შემტევი ნახევარმცველის ამპლუის მორგების შემდეგ, თამაშით ბევრად მეტ სიამოვნებას იღებს.
ფრენკი გოლებს პატარაობაშიც იტანდა, თუმცა არა – ბევრს. ნიდერლანდელი პასებში, დრიბლინგში და ასისტებში იდეალურად გამოიყურებოდა… თუმცა, დარტყმა კარგი არასდროს ჰქონია.
“ბარსაში” გატარებული პირველი სეზონი მისთვის კლუბთან, კულტურასთან, ფეხბურთელებთან ადაპტაციის პერიოდი იყო. ახლა მას საუკეთესო მომენტი აქვს.
შეგახსენებთ, რომ დე იონგმა ბოლო 7 შეხვედრაში გოლით თავი 4-ჯერ გამოიჩინა.
კმაყოფილი კი არა დაფრინავს ტიპი ისე თამაშობს
საუცხოო ფორმაშია ფრენკი და იმედია ასე გააგრძელებს და კიდევ უფრო მოუმატებს
როგორ მაინტერესებს და იმედია მომავალ სეზონში ხშირად ვნახავ ამ ტრიოს:
ალენია-დე იონგი-პედრი
ჰოო ამ კაცის (დე იონგის ბავშვობის მწვრთნელის) კომენტარი მართლა ძალიან საინტერესოა მაგ ყველაფრის შემდეგ როგორც მისი ბავშვობის მწვრთნელმა დაახასიათა ფრენკი ყველაფერი გასაგები ხდება მისი ძლიერი და სუსტი მხარეები ! საღოლ კუმანს ეგ ყველაფერი რომ გაითვალისწინა და ფრენკი ზემოთ ასწია აშკარად ბევრად უკეთესია ზემოთ ცენტრში ვიდრე საყრდენზე ! და გაცილებით უფრო შედეგიანი გუნდისთვის როგორც შემტევი ნახევარმცველი
დეიონგი მხეცია .პირველი სეზონი აქვს ჯერ და უკვე დიდი ძალაა . მცველი გვინდა და ერთი თავდამსხმელი პროსტა ისეთ ტრაგიკულ ფინანსურ სიტუაციებს ხატავენ რო დიდი დიდი გაბედავა ვიყიდოთ სამგურალიდან
მართალია ახალი პოზიცია ნამდვილად კარგია მისთვის💜❤
თავისუფლად გადაადგილდება, ბოლომდე არც დაცვაშია დაბმული და არც შეტევაში. შეტევის დროს კიდევ ისეთ სტილს ირჩევს რომ მაგის გაჩერება შეუძლებელია, ზოგადად ყველა სტილით მოთამაშე ფხბურთელს მოუფიქრებენ ტამეს და გააჩერებენ, მაგრამ ასეთი შერვენების საწინააღმდეგოდ არ არსებობს არაფერი, პერსონალური მეთვალყურეობითაც ვერ უშველიან, მოკლედ რომ ვთქვათ დეიონგის ეს შერბენები კიდევ დიდხანს გამოგვადგება და არაერთხელ მოგვიტანს გამარჯვებას❤️