მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ლეგენდას, ტიტო ვილანოვას დოკუმენტური ფილმი („100X100 ტიტო“) მიეძღვნა, სადაც კატალონიური გრანდის ყოფილი და ამჟამინდელი ვარსკვლავები „ბარსას“ ყოფილ დამრიგებელზე საუბრობენ.
ახლა კი, კლუბის ოფიციალური საიტი ფილმის საუკეთესო ციტატებს გვთავაზობს:
ლეო მესი: „ტიტო კლუბსა და იმ ღირებულებებს, რომელსაც იგი ატარებს, ბრწყინვალედ იცნობდა. ის ძალიან თავმდაბალი და შესანიშნავი პიროვნება გახლდათ, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეეძლო“.
პედრო: „ტიტო ის ადამიანი იყო, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობდა, რაც მის სახეზე იკითხებოდა. მოედანზე ჩანდა, იგი რამდენად ბედნიერი გახლდათ, როგორ ესაუბრებოდა ფეხბურთელებს და რამდენად ერკვეოდა სპორტის ამ სახეობაში“.
სესკ ფაბრეგასი: „ყოველთვის ვიამაყებ იმ ფაქტით, რომ ვილანოვა წლების განმავლობაში მწვრთნიდა. არ მახსენდება მატჩი, რომლის ტიტოსთვის მოგებაც არ გვსურდა“.
ჟორდი როურა: „ტიტომ თავისი უნაკლო ქმედებებით „ბლაუგრანას“ მწვრთნელობა შესაძლებელი გაიხადა. მისი თვისებები აშკარა იყო, მაგრამ – არცისე გავრცელებული“.
ჩავი: „ვილანოვა ჩვენთვის დღიდან დღემდე მუშაობა, რითაც ძალიან ბევრი შეგვმატა. ჩვენმა ლიდერმა, ყველაზე პასუხისმგებლიანმა პიროვნებამ დაგვტოვა, რამაც დიდი დარტყმა მოგვაყენა. ტიტოს 100 ქულის მოპოვება უნდოდა, რაც შეასრულა“.
კარლეს პუიოლი: „ეს პერიოდი გასახდელი ოთახსითვის ძალიან რთული იყო“.
სერხიო ბუსკეტსი: „რომ შეგვძლებოდა, ყველა შეხვედრას გავაუქმებდით“.
ჟერარ პიკე: „ლა ლიგის 100 ქულით მოგება მუდამ ტიტოს ხელოვნების ნიმუშად დარჩება“.
ტიერი ანრი: „ეს ყველაფერი ტიტოსთან ერთად მოხდა“.
როგორც იცით, ვილანოვა ბაიო 2014 წლის 25 აპრილს, 45 წლის ასაკში, ყელის სიმსივნემ იმსხვერპლა და მთელი საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა.
შეგახსენებთ, ტიტო ვილანოვა „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ სათავეში 2012-2013 წლების სეზონში იდგა და პრიმერა დივიზიონი 100 ქულით მოიგო. მანამდე, ის 2008-2012 წლებში პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო.