workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე “ბარსელონას” დახმარებას აპირებს

ჟერარ პიკე “ბარსელონას” დახმარებას აპირებს

Radio Marca-ს ცნობით, “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე, კლუბის დახმარებით მხოლოდ მოედანზე არ შემოიფარგლება. 

პიკე აპირებს, თავის კომპანიასთან ერთად Espai Barca-ს პროექტისთვის ინვესტიციების მოზიდვაზე იზრუნოს და “ბარსელონასა” და დაინტერესებულ ბიზნესებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. 

Espai Barca, რომელიც პირველად ჯერ კიდევ 2014 წელს დაანონსდა, კლუბის ყველაზე ამბიციური სპორტული პროექტია და დიდ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს გულისხმობს. მისი სრულად განხორციელება დაახლოებით 815 მილიონი ევრო უნდა დაჯდეს. 

ეკონომიკური კრიზისის გამო, პროექტზე მუშაობა შენელებულია. 

ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა პიკე “ბარსასთან” ბიზნესმენის რანგში ითანამშრომლებს – ის 2017 წელს Rakuten-თან კონტრაქტის გაფორმებაშიც მონაწილეობდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • ANSU FATI 10
    schedule 08 ნოე 2020, 15:55
    #10

    პიკე პრეზიდენტად,ინიესტა სპორტულ დირექტორად,ჩავი მწვრთნელად,მესი გულში❤️

  • Don_Andresito
    schedule 08 ნოე 2020, 15:48
    #9

    M10 S9 D11,
    პედრი მეიმედება კიდე. პიკემ ხელფასი გაინახევროს და სხვებსაც იგივე აიძულოს თუ დახმარება უნდა

  • MARI=BARCA-fan
    schedule 08 ნოე 2020, 15:47
    #8

    ციტატა: JasoN
    სამომავლოდ პიკე მკვლელი პრეზიდენტი იქნება ამ კლუბის… დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები


    კიი, და მაგის წასვლას ველოდებოდი ეს ბოლო ორი წელი, მეგონა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ძალიან მაგარი მენეჯერი იქნება და შემსრულებლებიც მაგარი ეყოლება სავარაუდოდ ხავი-ინესტა-პუიოლის სახით..

  • Iniesta_8
    schedule 08 ნოე 2020, 13:55
    #7

    ეს მოედანზე დაეხმაროს გუნდს სათანადოდ და მაგას მიხედავენ ამის გარეშეც. კლუბი კრიზისშია, ვერავის იყიდიან ზამთარში,ასე რომ ან უმტიტი და არაუხო უნდა იყვნენ ჯანმრთელად, ან კიდევ პიკემ უნდა მოუმატოს თორემ ვერაფერს მოვიგებთ მიუხედავად იმისა რომ სხვა გუნდებს უარესი თავდასხმა ან ნახევარდაცვა ყავთ.

  • M10 S9 D11
    schedule 08 ნოე 2020, 13:28
    #6

    ციტატა: Mes cue un club 1899
    კაია რო კოუტინიო დაბრუნდება ფლანგზე შეუძლია თამაში და არამგონია ფატის ყოფნა დაგვეტყოს გუნდს მართლაც დიდი პოტენციალი აქვს შეტევაში და დე ლა ფუენტე დაგვეხმარება რიგ შეხვედრებში როგორმე ერთი თვე ანსუს გარეშე გაძლებთ
    შემადგენლობა დიდად არც შეიცვლება პლიუს არის უნივერსალი დემბელე და პედრისაც შეუძლია ფლანგზე თამაში ამიტომ ერთი შემტევის არყოფნა გუნდს დიდად არამგონია დაეტყოს


    ფლანგზე არავინ დააყენებს კოუტინიოს სანამ ფატი დაბრუნდება მესი კოუტინიო დემბელე და წინ გრიზმანი ეს ოთხეული შეუტევს

  • El pistolero 9
    schedule 08 ნოე 2020, 13:21
    #5

    როდის გნახავ პრეზიდენტად

  • cezo45
    schedule 08 ნოე 2020, 13:10
    #4

    ეს პრეზიდენტი გვეზრდება ნუ რავიცი პიკე უეჭველი პრეზიდენტი უნდა გახდეს როგორც კი კარიერას დაასრულებს…ადამიანი რომელსაც მართლა გული შესრკივა ბარსაზე ..

  • Mes cue un club 1899
    schedule 08 ნოე 2020, 12:53
    #3

    კაია რო კოუტინიო დაბრუნდება ფლანგზე შეუძლია თამაში და არამგონია ფატის ყოფნა დაგვეტყოს გუნდს მართლაც დიდი პოტენციალი აქვს შეტევაში და დე ლა ფუენტე დაგვეხმარება რიგ შეხვედრებში როგორმე ერთი თვე ანსუს გარეშე გაძლებთ
    შემადგენლობა დიდად არც შეიცვლება პლიუს არის უნივერსალი დემბელე და პედრისაც შეუძლია ფლანგზე თამაში ამიტომ ერთი შემტევის არყოფნა გუნდს დიდად არამგონია დაეტყოს

  • JasoN
    schedule 08 ნოე 2020, 12:14
    #2

    სამომავლოდ პიკე მკვლელი პრეზიდენტი იქნება ამ კლუბის… დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები

  • Msn91011
    schedule 08 ნოე 2020, 12:03
    #1

    ძაან მაგარი პოტენციალი აქვს გუნდს შეტევაში და ნახ.დაცვაში ისეთი რო შეუძლიათ დაცვის ცუდი თამაში ნაწილობრივ გადაფარონ მაგრამ ჯერჯერობით დაცვა ისეთი სუსტია და ისე მარტივად გვიტანენ გოლებს რო ძლიერი გუნდი ამოგვტენის