“ბარსელონასა” და Rakuten-ის თანამშრომლობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, სულ მცირე 2022 წლის ივნისამდე გაგრძელდება – დღეს მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
იაპონური ინტერნეტსერვისების კომპანია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია, ისევ “ბარსას” მთავარი გლობალური პარტნიორის სტატუსით იმუშავებს, წარწერა Rakuten კი ძირითადი გუნდის მაისურებზე განთავსებული მომდევნო სეზონშიც იქნება.
“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალი კონტრაქტი პოსტ-პანდემიური მსოფლიოს მდგომარეობაზეა მორგებული და მხარეების ურთიერთობაში გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
გახანგრძლივების შესაძლებლობა თავდაპირველი შეთანხმების ნაწილი იყო და Rakuten-მა ამის სურვილი ოფიციალურად 9 ოქტომბერს გამოთქვა.
ფული მოიტათ თორე გავკოტრდით არაკაცი ვიყო