“ბარსელონას” ფანები კატალონიაში მაისურების დეფიციტს განიცდიან, რადგან ოფიციალური მაღაზიების უმრავლესობას მარაგი ამოეწურა.
ეს ქომაგებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ისევე, როგორც კლუბისთვის, რადგან მნიშვნელოვანი შემოსავალი იკარგება.
რობერტ ლევანდოვსკის მაისური განსაკუთრებით მოთხოვნადია, მაგრამ ის მარაგში არ არის. “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაშის დღეს კლუბმა მაღაზიაში პოლონელი ვარსკვლავის 50 მაისური განათავსა, რომელიც 10 წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მაისურების დეფიციტი იმან განაპირობა, რომ Spotify-სთან შეთანხმების შესახებ ოფიციალური ცნობა აპრილამდე არ გამოქვეყნებულა. მანამდე მაისურზე, წინა სპონსორის, Rakuten-ის სახელი ეწერა, შემდეგ კი Nike-ს მისი შეცვლა მოუხდა.
კიდევ ერთი მიზეზი ტურისტების დაბრუნებაა: 2-წლიანი პანდემიის დასრულების შემდეგ, კლუბმა ზუსტად ვერ განსაზღვრა, რა რაოდენობის მაისური გაიყიდებოდა. ეს პრობლემა არაოფიციალურ მაღაზიებშიც შეინიშნება.
გარდა ამისა, ლევანდოვსკის მაისურების ამოწურვის მიზეზი ისიცაა, რომ წლის დასაწყისში “ბარსელონა” პოლონელის გაფორმებას არ მოელოდა. ამიტომაც, საშინაო მაისურის მარაგმა მოთხოვნებს ვერ გაუძლო.
მიუხედავად ამისა, კატალონიურმა გრანდმა ოფიციალურ მაღაზიებში საქონლის დაბრუნების ვადა უკვე დააწესა – 21 ნოემბერს, შავი პარასკევისა და საშობაო გაყიდვებისთვის, ყველაფერი წესრიგში იქნება.
მოკლედ არაფერში არ ვარგივართ რა, მაისურების გაყიდვაზე როგორ უნდა შეფერხდე როცა გუნდი ეკონომიურად არის მოსახოდი. სეზონის დასაწყისში პსჟ-მ იცოდა რო მესი უნდა მიეყვანათ? რა თქმა უნდა არა, ეგ ლეომაც კი არ იცოდა. არადა მისვლის დღიდან პსჟ-ს მაღაზიებში რიგი არ შეწყვეტილა და მილიონი მაისური გაიყიდა.
მეგობრებო! მოვიდა დრო ჩვენც დავეხმაროთ კლუბის ხელმძრვანელობას….
მე მაქვს ორი მაისური….. მზად ვარ ჩავაბარო მაღაზიას…. ერთი შორტი და გეტრიც მაქვს…….
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…..