workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი “დინამოსთან” თამაშის წინ: იმედი მაქვს, შეხვედრა ჩატარდება

კუმანი “დინამოსთან” თამაშის წინ: იმედი მაქვს, შეხვედრა ჩატარდება

“ბარსელონას” დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა, კიევის “დინამოსთან” ხვალ გასამართი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა გაიმართება.

როგორც იცით, არის საფრთხე, რომ თამაში გადაიდოს.

“დინამოს” კორონავირუსით ინფექცირებული ფეხბურთელები ჰყავს და ახლა კიეველები დამატებით ტესტების შედეგებს ელოდებიან. იმედი მაქვს, ხვალ ვითამაშებთ.

ჩვენი მიზანი უცვლელია – კარგად თამაში, საგოლე მომენტების შექმნა, გოლების გატანა და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშების მოგება.

მოთმინება უნდა ვიქონიოთ. ვიცით, რომ ლა ლიგაში საკმარისი რაოდენობის ქულებს ვერ ვაგროვებთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების გათვალისწინებით თავს კარგად წარმოვაჩენთ.

უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ბევრ სახიფათო მომენტს ქმნის. 12 ქულიდან მხოლოდ ორის აღებით კმაყოფილები არ ვართ. თავდაუზოგავად ვმუშაობთ და სიტუაციის გამოსწორებისთვის საჭირო კლასი გვაქვს.

მაღალი დონის ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. ყველაფერი მათ თამაშზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორც მწვრთნელმა, ისინი უნდა დავიცვა. პედრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ყველა შეხვედრაში თამაში არ შეუძლია. ეს უნდა გავითვალისწინოთ.

ცენტრფორვარდის შეძენა? რამდენჯერმე ვთქვი, რომ ამ პოზიციის ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ უნდა ვნახოთ, როგორ ფინანსურ მდგომარეობაში იქნება კლუბი იანვარში. კლუბში არსებული სიტუაციის მესმის.

ტერ შტეგენი კარგად ვარჯიშობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ხვალამდე უნდა დავიცადოთ.

სეტიენის სიტყვები? ყველას აზრს პატივს ვცემ. მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ის თავის გამარჯვებულის მენტალიტეტს ყოველ დღე გვაჩვენებს. ის კაპიტანია და მასთან თამაშსა და გასახდელში არსებულ სიტუაციაზე საუბარი ყოველ კვირაში მაქვს. სეტიენს არ ვეთანხმები იმაში, რომ მესისთან მუშაობა რთულია.

მატეუს ფერნანდესი? მან გარკვეულ ასპექტებში მოუმატა. მან იცის, რომ ბუსკეტსი, დე იონგი და პიანიჩი მასზე წინ არიან. მან ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმუშაოს და განაცხადში მოხვდეს.

გულშემატკივრებისგან წამოსული კრიტიკის მესმის და ვიზიარებ, თუმცა პრობლემების გამოსწორებაზე ვმუშაობ და ოპტიმიზმს ვინარჩუნებ. გუნდი თავდაუზოგავად შრომობს, ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან.

კონრად დე ლა ფუენტე გუნდის ნაწილია. ის ყოველთვის ჩვენთან არაა, რადგან მისთვის ასევე კარგია, ზოგჯერ “ბარსა ბ-ში” ითამაშოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Geko7777777
    schedule 04 ნოე 2020, 12:33
    #10

    დინამოს კი მოუგებთ მაგრამ ლა ლიგაში მოსამატებელი გვაქვს სასწრაფოდ

  • o.dembele11
    schedule 04 ნოე 2020, 12:18
    #9

    კუმან მესი დაასვენე დღეს და თან ცოტა ჭკუასაც ისწავლის და მოუმატებს

  • Hessi
    schedule 04 ნოე 2020, 02:45
    #8
    ნეტუ
    დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა
    პიანიჩი, დე იონგი
    პედრი
    ტრინკაუ, მესი, ფატი

    მე ეს შემადგენლობა გამისწორდებოდა

  • El pistolero 9
    schedule 04 ნოე 2020, 01:31
    #7

    რეილი ინტერს ვინც უყურებთ ბარელა რა მაგარი ფეხბურთელია არა?

  • Niclaus
    schedule 04 ნოე 2020, 01:27
    #6

    მოკლედ ერთი შეკრული შემადგენლობა არ გვეღირსა რა. ფაქტია რომ გუნდი მესიზე აღარ უნდა აეწყოს, ზამთრამდე გაუხანგრზლივონ და მერე იყიდოს სიტიმ თუნდაც 80 ლიმონად. გრიზმანიც გაიყიდება იმედია სარფიანად. მაგ ფულით დაცვაა გასაძლიერებელი და კარგი 9 იანი მოსაყვანი.

  • nikusha
    schedule 03 ნოე 2020, 21:12
    #5

    გარისკვა არ ღირს რონალდ ამიტომ შტეგენმა დაისვენოს

    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-დესტი
    პიანიჩი-დე იონგი
    გრიზმანი-პედრი-ანსუ ფატი
    მესი

    ალბამაც დაისვენოს

    გრიზმანი-ტრინკაო
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    ანსუ ფატი-დემბელე
    პედრი-ბრაითვეიტი
    დე იონგი-ალბა

  • C.PC5
    schedule 03 ნოე 2020, 19:37
    #4

    ამას წინდაც ვთქვი და ახლა უკვე ფაქტი სახეზეა. ეს კაცი თამაშისას პრობლემებს კარგად აკვირდება, არავინ შეეწინააღმდეგება რომ ძაან ბევრ პასებს აკეთებდნენ კარის წინ ჩვენები, ეს პრობლემა სულ იყო ბარსაში თითქმის და იმედია კუმანი გამოასწორებს.

  • marco reus 11
    schedule 03 ნოე 2020, 16:53
    #3

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: marco reus 11

    ციტატა: Iniesta_8
    ერთი 15 მილიონიანი ტრანსფერი ვერ გაუკეთეს კაცს მაგრად ტეხავს. ზიდანი კიდე 60 მილიონიან ფორვარდს 10 წუთი ათამაშებს 3 თამაშში ერთხელ.


    აბა დესტი ვინარი ;დ არ მითხრა რო დეპაი მოაბრუნებდა ამ ბარსას 180 გრადუსით


    დეპაის მოსვლა შეტევაში მოაგვარებდა პრობლემას. ცენტრფორვარდად დადგებოდა. გრიზმანიც თავის პოზიცას დაუბრუნდებოდა და ცენტტრფორვარდის უკან ითამაშებდა. მესი მარჯვნივ და მაარცხნივ კოუტინიო და ფატი როტაციაში.

    და მარტო დეპაის არ ითხოვდა, ვეინალდუმსაც ითხოვდაა. შემტევი ფუნქციების შემსრულებელი ნახევარმცველი არ გვყავს 17 წლის ბიჭის გარდა რომელიც უფრო ცენტრფორვარდია ვიდრე ნახევარმცველი.


    აბა რას იძახი .რაის კოუტინიო მარცხნივ. კიდე მაგი თუ ვქენით და 🙂 ზუსტად შემტევი სტილის ნახევარმცველია კოუ . მე დეპაის ყურებას ფატის ყურება მირჩევნია ისევ. დეპაის ცენტრფორვარდობას

  • marco reus 11
    schedule 03 ნოე 2020, 16:22
    #2

    ციტატა: Iniesta_8
    ერთი 15 მილიონიანი ტრანსფერი ვერ გაუკეთეს კაცს მაგრად ტეხავს. ზიდანი კიდე 60 მილიონიან ფორვარდს 10 წუთი ათამაშებს 3 თამაშში ერთხელ.


    აბა დესტი ვინარი ;დ არ მითხრა რო დეპაი მოაბრუნებდა ამ ბარსას 180 გრადუსით

  • Iniesta_8
    schedule 03 ნოე 2020, 16:16
    #1

    ერთი 15 მილიონიანი ტრანსფერი ვერ გაუკეთეს კაცს მაგრად ტეხავს. ზიდანი კიდე 60 მილიონიან ფორვარდს 10 წუთი ათამაშებს 3 თამაშში ერთხელ.