73 წლის ასაკში იოჰან კრუიფის ასისტენტი,  ტონი ბრუინს სლოტი, გარდაიცვალა

73 წლის ასაკში იოჰან კრუიფის ასისტენტი, ტონი ბრუინს სლოტი, გარდაიცვალა

“ბარსელონას” ლეგენდარული მწვრთნელის, იოჰან კრუიფის, ასისტენტი, ტონი ბრუინს სლოტი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სლოტი 1989-1996 წლებში იოჰან კრუიფის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და ყველა იმ წარმატების თანამონაწილეა, რომელსაც “ოცნების გუნდმა” მიაღწია. ბოლო წლებში, ნიდერლანდელი ამსტერდამის “აიაქსში” მუშაობდა. 

ასევე, სლოტის მოღვაწეობა რონალდ კუმანთან ერთად “აიაქსში”, “პსვ-ში”, “ბენფიკასა” და “ვალენსიაში” გატარებულ პერიოდსაც მოიცავს.

კატალონიურმა კლუბმა მწუხარება საჯარო განცხადებით გამოხატა. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • nikusha
    02 ნოე 2020, 14:26

    რა ჩქარა გადის დრო
    ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული
    კრუიფის სულიც უფალმა თავის სასუფეველში ამყოფოს

  • El pistolero 9
    02 ნოე 2020, 13:57

    ჩვენ რო ლივერპულმა 4-0მოგვიგო და მერე აიაქსმა 2-3 წააგო ტოტენჰემთან მაგ დღეს კრუიფი საფლავში გადაბრუნდა😥😥